Book Creator

ღრუბელი რომელიც არ წვიმდა

by ანნა სიმონიან

Cover

Loading...
ღრუბელი რომელიც არ წვიმდა
Loading...
ანნა სიმონიან
Loading...
იყო ერთი ჯიუტი ღრუბელი. ძალიან ჯიუტი.ძალიან,ძალიან ჯიუტი!
ჯიუტი და ზარმაცი. არაფერს აკეთებდა. მარტო აქეთ-იქით გორავდა.
-გორ-გორ-გორ_გადაგორდებოდა.
-გორ-გორ-გორ_გადმოგორებოდა.
გორ-გორ-გორ
Thought Bubble
გორ-გორ-გორ
Thought Bubble
ხანდახან წიწკანა ესტუმრებოდა ხოლმე და იმასთან თამაშობდა. ეგ იყო და ეგ.
-უკვე დიდი ღრუბელი ხარ,-უთხრა ერთ დილას დედა ღრუბელმა.-დროა,შენს საქმეს აკეთებდე.
-რა საქმეს?-გაუკვირდა პატარა ღრუბელს.
-რას და უნდა იწვიმო.შენ ხომ ღრუბელი ხარ?-უთხრა დედა ღრუბელმა.
-ჰო, უნდა იწვიმო, იმიტომ რომ ღრუბელი ხარ.-დაიბუხუნა მამა ღრუბელმა-მე მთელი დღე მთას ვრწყავ,დედა-ტყეს.
PrevNext