Book Creator

ქართულ ხელნაწერთა კვალდაკვალ

by maia gogberashvili

Cover

Loading...
Loading...
ქართულ ხელნაწერთა კვალდაკვალ
Loading...
ადიშის ოთხთავი
სახარებათა შორის ყველაზე ძველი არის სწორედ ის ხელნაწერი,რომელიც დღეს ადიშის ოთხთავის სახელითაა ცნობილი.ის შექმნილია IX საუკუნის ბოლოს,897 წელს, შატბერდის აგებიდან დაახლოებით 50-60 წლის შემდეგ.
გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთაგან ერთი სოფრონი არის ადიშის ოთხთავის მომგებელი, გადამწერია მიქაელი,ყდაში მიქაელ დიაკონს ჩაუსვამს.მხატვარზე კი ანდერძებში არაფერია ნატქვამი,თუმცა ხელნაწერს შესანიშნავი მხატვრობა ამშვენებს
ჯრუჭის ოთხთავი
გადაწერილია 936 წელს გაბრიელის მიერ, მოხატულია 940 წელს თევდორეს მიერ. მისი მომგებელია გრიგოლ მირდატის ძე.
ჯრუჭის ოთხთავი ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.
პარხლის ოთხთავი
გადაწერილია 973 წელს.პახლის ოთხთავი არც სურათებითა და არ კამარებით შემკული არ არის.წიგნი ნაწერია მშვენივრად დამუშავებულ ეტრატზე ორ სვეტად,მრგლოვანი ხელთ,ანდერძ-მინაწერი კი ნუსხურია.
პარხლის ოთხთავი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში
PrevNext