Book Creator

მოგზაურობა სალონიკში

by Mariam Burjanadze

Cover

Loading...
Loading...
გიმნაზიელთა მოგზაურობა თესალონიკში
Loading...
03/02/2023-07/02/2023
სარჩევი
1) წმ. პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ: (წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მე-11 კლასი)
.შესავალი
.ეპისტოლეს შექმნის თარიღი და ისტორია
.შექმნის მიზანი და მიზეზი
.ეპისტოლეს განხილვა

2) წმ. პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ: (წმ.მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის მე-11 კლასი )
.ეპისტოლეს დაწერის მიზეზი
.შექმნის მიზანი და აგებულება
.ძირითადი თემა
.დასკვნა

3) თესალონიკი წმინდა წერილში:
................................................................................................................................. 2
.......................................................................... 4
.................................................................................................... 5
............................................................................................................ 6
............................................................................................. 12
............................................................................................. 13
..................................................................................................................... 14
.................................................................................................................................... 15
........................................................................................ 16
1
მოგესალმებით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლეები! თესალონიკიდან ჩამოსვლის შემდეგ გვსურდა, რომ ჩვენი შთაბეჭდილებები თქვენთვის გაგვეაზიარებინა და მოკლედ მოგვეთხრო პავლე მოციქულის ეპისტოლეზე, რომელიც თესალონიკელთა მიმართაა შექმნილი. გამოვყოფთ დაწერის მიზეზსა და მიზანს, შექმნის თარიღს და მის მნიშვნელობას ქრისტიანობისთვის.
სანამ უშუალოდ ეპისტოლეს შევეხებოდეთ არ შეიძლება ორი სიტყვით არ ვახსენოთ პავლე მოციქული და მისი ღვაწლი. პავლე ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, როგორც მისი პრაქტიკული მოღვაწეობის გამო, რომელმაც ამ რელიგიის თავდაპირველ გავრცელებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა,ასევე მისი თეოლოგიური აზროვნების გამო, რომელიც გადმოცემულია ახალ აღთქმაში დაცულ წერილებში
(ანუ, ბერძნულად, „ეპისტოლეებში“).
2
3
პავლე მოციქული ქრისტიანობის განსამტკიცებლად პირველად, მქადაგებლებთან შილასა და ტიმოთესთან ერთად ჩავიდა თესალონიკში, სადაც სამი კვირის განმავლობაში ქადაგებდა ქრისტიანობას, რათა იუდეველებისთვის ქრისტეს რჯული განემტკიცებინა და სხვა რელიგიის მიმდევრები ეზიარებინა ქრისტიანობას. თესალონიკელებისთვის მოციქულების ქმედება
მიუღებელი აღმოჩნდა და ისინი ქალაქიდან გააძევეს.თესალონიკის შემდგომ პავლე მოციქული მიემგზავრება ათენში. ჩვენ თემას კი ცდება, მაგრამ არ არის ინტერესმოკლებული პავლე მოციქულის ქადაგების
სტილი ათენის არეოპაგში,სადაც უამრავი კერპი იხილა მან და იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ მხილებაზე გადასულიყო შეაქო ათენელები და შემდეგი სიტყვებით მიმართა მათ:“კაცნო, ათენელნო,მიხარის,რამეთუ
მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავთ თქვენ.“ მრჩობლ ეშმაკეულში იგულისხმება ღვთისმოშიშობა.
 შექმნის თარიღი და ისტორია
მოციქულთა განდევნის შემდგომ ქრისტიანებს ყოველმხრივ ავიწროვებდნენ იუდეველები. პავლეს ადარდებდა ახალმოქცეულთა ბედი და ამბის გასაგებად ათენიდან თესალონიკში გააგზავნა თავისი მოწაფე – ტიმოთე. ტიმოთემ უკვე კორინთოში მყოფ მოძღვარს ასეთი ამბავი ჩამოუტანა: მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა, თესალონიკელები მაინც მტკიცედ იდგნენ
ქრისტიანობაზე, მაგრამ დიდ საშიშროებას
წარმოადგენდა მათ ირგვლივ წარმართული გარემო. გახარებულმა მოციქულმა თესალონიკეში პირველი ეპისტოლე გაგზავნა, რომელიც გამოირჩევა სითბოთი და
გულითადობით ახალგაზრდა ქრისტიანული თემისადმი.  ეპისტოლე შექმნილია კორინთოში, ახ.წ 53 წელს. (თუმცა სხვა ვერსიით ის შეიქმნა
ათენში).
4
მიზანი და მიზეზი
როგორც ჩანს თესალონიკელთა შორის გავრცელდა მცდარი აზრი, თითქოს ქრისტე მათ სიცოცხლეში უნდა მოსულიყო. მათი აზრით, სასუფეველსა და ნეტარებას მხოლოდ ისინი მიიღებდნენ, ვინც ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ცოცხალნი იქნებოდნენ. გარდა ამისა ჯერ მრავალ თესალონიკელს კვლავ არ დაეთმო წარმართული ჩვევები- მრუშობა და ანგარება.(“ვინაიდან ესაა ღვთის ნება:თქვენი სიწმინდე,რათა განერიდოს სიძვას.”). აღსანიშნავია,რომ თესალონიკელები თვლიდნენ, რომ პავლემ  სულიერ გასაჭირში მიატოვა ისინი.გარდა ამისა, როგორც ჩანს  ეკლესიშიც არ იყო წესრიგი, უპატივისცემლოდ ეპყრობოდნენ ეკლესიის მსახურთ თესალონიკელები. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მისწერა პავლე მოციქულმა ეპისტოლე თესალონიკელებს, რადგან მას სურდა წერილობით დაემოძღვა ისინი და ეზიარებინა იმ ჭეშმარიტებისათვის რისი თქმაც მათთან ყოფნის დროს ვერ მოასწრო. (,,დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულობა.”).
5
PrevNext