Loading...
გაზაფხულის ყვავილებიLoading...



გიგლა და სოფო ტყეში რომ წავიდნენ, მიწაზე ჯერ კიდევ თოვლი იდო.

- აი, ენძელა, - დაიძახა სოფომ და ყვავილთან დაიჩოქა. - რატომ სხვა ყვავილებიც არ ყვავის? - ჰკითხა ძმას.

- სხვა ყვავილები ადრე გაზაფხულისთვის ვერ ასწრებენ ამოსვლას, - უპასუხა გიგლამ.

სოფომ ყვავილების გარშემო თოვლი გადახვეტა და ენძელები მოკრიფა. მალე ბავშვებმა ლამაზი თაიგული შეკრეს.

გიგლამ და სოფომ გაზაფხულის ყვავილები დედას მიართვიეს.
