Book Creator

გიორგი (გოგლა ) ლეონიძე

by marine dumbadze

Cover

Loading...
გიორგი ( გოგლა ) ლეონიძე
Loading...
,,გიორგი ლეონიძის პოეზია იმ ომახიან, მყინვარ სიმღერებსა ჰგავს, ბრძოლაში რომ უძღოდა წინ მტრის დასათრგუნად აბორგებულ ქართველთა მხედრიონს.
ამ სიმღერასმშობელი ერის სიყვარული და მტრის სიძულვილი ასაზრდოებს, ქართული სიტყვის მირონითაა იგი განათლული და ჭეშმარიტი პოეტური შთაგონებით უკვდავყოფილი”, – წერს ბესარიონ ჯორბენაძე.
და მართლაც, მისი ლექსების კითხვისას, არ შეიძლება, აღტაცებაში არ მოგიყვანოთ მისმა უნარმა (საოცარი ხატოვანებითა და მძაფრი ემოციით გადმოსცეს სათქმელი) რომლის მეშვეობითაც მისი ლექსები განსაკუთრებული ექსპრესიულობით ხასიათდებიან.
“დასავლეთის ყვავილები გიორგი ლეონიძემ გურამიშვილისა და ბესიკის ტოტებზე, ვაჟასა და ხალხურობის ძირებზე დაამყნო და ახალი ქართული პოეზიის ხის ნაყოფი თავისებური გემოთი და სურნელებით გაავსო,“ – გრიგოლ აბაშიძის ამ სიტყვებს ჩვენ უბრალოდ დავამატებდით, რომ გიორგი ლეონიძემ იმ ჯიშის ნაყოფი გამოზარდა, რომლის გემოც ყველა ქარველმა უნდა დაიგემოვნოს, შეითვისოს, შეიყვაროს, აიტაცოს.
მოვუსმინოთ, როგორ ახასიათებს გიორგი ლეონიძის შემოქმედებას სარგის ცაიშვილი:
,,მისი პოეტური ხილვები ფერადოვანია და სხვადასხვაგვარ ფერს გამოსცემს…
მისი შედევრები თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა შექმნილი და მკითხველიც ამ პირველქმნილობას განიცდის სიხარულით აღვსილი…
გიორგი ლეონიძე კი არ გვიამბობს, არამედ, პოეტურ სურათებად ალაგებს ცალკეულ ნახატებს’’.
ყივჩაღის პაემანი
გიორგი ლეონიძე - დედას
დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!.. - ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.

ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზე ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე.

მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში.

ძალზე მიკვირდა და თან სათუთად ვკრეფდი იებს, მე ხომ თვითეული ია დედის ცრემლი მეგონა!

- უჰ რამდენი უტირნია დედაჩემს! - ქვრივი დედა მყავდა, შავკაბიანი.

იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო.

თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის დღეებში გაგვშორდა...

ეს პატარა წიგნი გამთბარია იმ პირველ იების სურნელით და ცხოვრების იმ შეგნებით, რომ ია მხოლოდ დედის ცრემლის ნაწვეთალზე ამოდის.

ამ წიგნს ვუძღვნი ძვირფას დედას, რომელმაც მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული.

  

PrevNext