Book Creator

ქართული

by Manana Iakobadze

Cover

Loading...
Loading...
სხვადასხვა საგნების გამოყენბა
Loading...
Loading...
ფოტოაპარატი ფოტოსურათების გადასაღები მოწყობილობაა. ციფრული მოწყობილობების უმრავლესობას, მათ შორის მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებს, აქვს კამერა.
ტელევიზორის ეკრანი არის პლაზმური ან LCD (თხევადკრისტალური) მოწყობილობა. ორივე მათგანი მუშაობს ათასობით ციცქნა პიქსელის ელექტროენერგიით და ქმნის გამოსახულებას.
პლაზმური ეკრანის უჯრები დამზადებულია აირის კაფსულებისაგან, LCD-ეკრანისა კი "თხევადკრისტალისაგან".
კომპაქტ-დისკზე ხმა კოდების სახითაა ჩაწერილი. დისკი ძალიან სწრაფად ბრუნავს საკრავში. ამ დროს ლაზერის წვრილი სხივი კომპაქტ-დისკზე ეცემა და კითხულობს კოდებს.
ტელეფონები მთელ დედამიწაზე ქსელის საშუალებით უკავშირდება ერთმანეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან საუბარი შეუძლიათ.
მობილური ტელეფონი სხვა ტელეფონთან დასაკავშირებლად სიგნალს რადიოტალღების სახით გზავნის ჰაერში. ეს ტალღები სივრცეში თავისუფლად ვრცელდება, ამიტომ მობილური ტელეფონების გამოყენება თითქმის ყველგანაა შესაძლებელი.
ინტერნეტი
კომპიუტერები საერთო ქსელით უკავშირდება ერთმანეთს. ინტერნეტი მსოფლიოში უდიდესი ქსელია, რომლითაც ხდება კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. ინტერნეტის საშუალებით იქმნება ვებგვერდები, ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელი და აშ.
PrevNext