Loading...
კომპიუტერის შექმნის ისტორიაLoading...

Loading...
ავტორი გიორგი შედანია

კომპიუტერი (ინგ. computer) — მოწყობილობა, რომლის დაპროგრამების მეშვეობით ხდება არითმეტიკული ან ლოგიკური ოპერაციის ავტომატური შესრულება. ვინაიდან ოპერაციების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მათგანის შესრულება.
XX საუკუნეში ტექნიკის მნიშვნელოვანი განვითარება დაიწყო, კერძოდ კი კომპიუტერული სისტემების. კომპიუტერმა ჩვენი ცხოვრების წესი დიდად შეცვალა, ადვილი გახდა: ინფორმაციის მოძიება, სხვადასხვა სამუშაოების შესრულება, კონტაქტის დამყარება მსოფლიოს მაშტაბით და ა.შ. აქამდე სასურველი ინფორმაციას თუ ვიძიებდით ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა ლიტერატურულ დაწესებულებებში, დღეს უკვე მარტივად, მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია ვიხილოთ კომპიუტერის დახმარებით.
პირველი კომპიუტერის შექმის იდეა გაჩნდა 1940 წელს. იდეა კი 1945 წელს განხორციელდა ამერიკელი ფიზიკოსების ჯონ ეკერტმისა (Jon Eckert) და ჯონ მოუჩის (Jone Mauchiy) მიერ. პირველ კომპიუტერს კი სახელად ENIAC უწოდეს.ეს უზარმაზარი "ყუთი" ერთ დიდ ოთახში იდგა და მას მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლები შეეძლო. მართალია იმ დროისთვის პირველი კომპიუტერი იყო, მაგრამ, სრულიად უსარგებლო, რადგან მხოლოდ გამოთვლებისთვის დაახლოებით მოიხმარდა იმდენ ელექტრო-ენერგიას რამდენსაც 1 დიდი ფაბრიკა-ქარხანა.
ალბათ ჯონ ეკრეტმი და ჯონ მოუჩი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ XXI საუკუნეში გამოიგონებდნენ იგივე შესაძლებლობის პატარა მანქანას, ე.წ კალკულატორს, რომელიც სიგრძით და სიგანით სულ რამდენიმე სანტიმეტრია და ძალიან ცოტა ელექტრო-ენერგიას მოიხმარს.
აბაკი საანგარიშო დაფა არითმეტიკული გამოთვლებისათვის, იხმარებოდა ძველ საბერძნეთში, რომში, შემდეგ — დასავლეთ ევროპაში (XVIII საუკუნემდე). დაყოფილი იყო ზოლებად, ანგარიში ხდებოდა ამ ზოლებში მოთავსებული სათვლელი ქვების (კენჭების, ძვლის კოჭების) გადაადგილებით. შორელ აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული იყო აბაკის ჩინური ანალოგი — სუან-პანი, რუსეთში — საანგარიშო.


