Book Creator

ჩვენი სკოლის ისტორია

by leila khmiadashvili

Pages 2 and 3 of 9

ჩვენი სკოლის ისტორია
Loading...
Loading...
Loading...
Thought Bubble
Loading...
Loading...
Thought Bubble
Loading...
ჩვენს მშობლიურ ქალაქს ამშვენებს ერთ-ერთი ლამაზი შენობა, რომელიც 1940 წელს აიგო. დაიწყო მზადება სკოლის გახსნისა და სასწავლო პროცესის დაწყებისათვის, მაგრამ დიდი სამამულო ომი და..... ნაცვლად ბავშვების ჟრიამულისა, შენობაში ბინას იდებს სამხედრო ჰოსპიტალი.
   ომის დამთავრების შემდეგ სკოლისთვის განკუთვნილ შენობაში ფუნქციონირებას იწყებს ვაჟთა N1 საშუალო სკოლა. სკოლა, რომელმაც მრავალი ღირსეული შვილი აღუზარდა ჩვენს სამშობლოს.
 1954-55 სასწავლო წელი ცვლილებების წელია განათლების სისტემაში და იბადება, ახალი, ქ. გორის N4 საშუალო სკოლა, სადაც ყმაწვილებთან ერთად გოგონებიც მიიჩქარიან სკოლისაკენ.
   სკოლის ცხოვრებისათვის 54 წელი ბევრიც არის და ცოტაც. დრო სწრაფად გარბის. გუშინ რომ სკოლაში ცელქობდა, დღეს ჭაღარა, შუბლდაღარული მოქალაქეა _ ინჟინერი, პედაგოგი, იურისტი, ექიმი, ისტორიკოსი, ლიტერატორი...... რომლებიც ამაყად დააბიჯებენ ჩვენი ქალაქის ლამაზ ქუჩებში.
2003 წელს ჩვენს სკოლაში დაიწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბვშვთა სწავლება. გამოიყო რესურს ოთახი, რომელშიც ხდებოდა ბავშვთა მომზადება სასკოლო პროგრამის მიხედვით. ორწლიანი მომზადების შემდეგ ბავშვები შევიდნენ საკლასო ოთახებში, რითაც მოხდა მათი ინტეგრაცია და ჩართვა ინკლუზიურ სწავლებაში.
 ამ წლების განმავლობაში სკოლამ აღზარდა პროფესორები, დოქტორები, მეცნიერებათა კანდიდატები, ექიმები, ინჟინრები, ეკონომისტები და მრავალი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი.
   სკოლას წლების განმავლობაში თავკაცობდნენ ჩვენი ქალაქის ღირსეული შვილები: ვ. ძველაია, ა. სავანელი, ვ. გიგაია, ვ. ზექალაშვილი. მათ გვერდით იღვწოდა საქმის ერთგული, შრომისმოყვარე პედაგოგიური კოლექტივი.
  სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს განათლების რეფორმა.

You've reached the end of the book

Read again

Made with Book Creator

PrevNext