Book Creator

მშვიდობის აქტივისტი

by Niko Hofinger

Pages 2 and 3 of 11

მსოფლიო მშვიდობის კონგრესი 1907 წ
ნაწილი 3
მშვიდობის აქტივისტი
ბესტსელერის ავტორი
ნობელის პრემიის ლაურეატი

Loading...
Loading...
ჰარმანსდორფის ციხე, ამჟამინდელი ფოტო
Loading...
კავკასიაში ცხრაწლიანი ცხოვრების შემდეგ წყვილი სამშობლოში დაბრუნდა და ვალდფირთელში მდებარე ჰარმანსდორფის საგვარეულო სასახლეში დაბინავდა. ოჯახის წევრთა კონსერვატულ და რელიგიურ შეხედულებებს საერთო არაფერი ჰქონდა ბერტასა და არტურის თანამედროვე და პროგრესულ იდეებთან. მიუხედავად ამისა, ცოლ-ქმარი მომდევნო 17 წელი, არტურის გარდაცვალებამდე, ჰარმანსდორფში ცხოვრობდა.
Loading...
პარიზი, 1880: ჟან ბერო, ფერწერული ტილო

Loading...
Loading...
ჰარმანსდორფის მოსაწყენი ცხოვრებისგან თავის დასაღწევად ბერტა და არტური საქართველოდან დაბრუნებისთანავე ბერლინსა და პარიზში გაემგზავრნენ.
Loading...
Loading...
ვილჰელმ I-ის გამგზავრება არმიასთან: ფერწერა, ადოლფ მენცელი, ბერლინი, 1871 წ.
მადლენი, პარიზი: ჟან ბერო, ფერწერა, 1880-იანი წლები.
ალფონს დოდე, ფოტო
სამშვიდობო მოძრაობის შესახებ ბერტამ პირველად პოეტ ალფონს დოდეს სახლში შეიტყო. ზუტნერებმა იქ ბევრი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი გაიცნეს. ასე იქცნენ ისინი მსოფლიო მოქალაქეებად.
Foto des Dichters Alphonse Dautet
ჟულია დოდე, პოეტის მეუღლე: ოგიუსტ რენუარი, ფერწერა, 1875 წ.
დროის მოკლე მონაკვეთში ბერტა ფონ ზუტნერმა რამდენიმე რომანი დაწერა, რომელთა უმეტესობა ბესტსელერად იქცა და საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. წიგნში „მანქანების ეპოქა“ ავტორი აღწერს მომავლის საზოგადოებას და დარწმუნებულია, რომ ის იმჟამინდელზე უკეთესი იქნება.

ზუტნერებს პროგრესის სწამდათ.

მრავალგზისი მოგზაურობისა და ენების ცოდნის წყალობით ზუტნერები მსოფლიო მოქალაქეებად იქცნენ: ისინი გადაჭრით უარყოფდნენ იმ დროს ფეხმოკიდებულ ნაციონალიზმს.
ბერტა ფონ ზუტნერი ჰარმანსდორფში, ფოტო, 1892 წ.
1889 წლის ბესტსელერი: „ძირს იარაღი!“

რომანში „ძირს იარაღი!“ ბერტა ფონ ზუტნერი აღწერს, თუ როგორ ხედავს და აღიქვამს ომში მებრძოლი ჯარისკაცის მეუღლე ომის საშინელებებს.
 
ომის საშინელებების რეალისტურმა აღწერამ საკმაოდ დააბნია ის ადამიანები, რომლებიც მაშინ აქტიურად იყვნენ ჩართულნი შეიარაღებასა თუ არმიასთან, და ზოგადად, სამხედრო საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში. ბევრი მათგანი ვერც იჯერებდა, რომ შეიძლებოდა, ქალს დაეწერა ასეთი წიგნი.
 
ეს რომანი ზუტნერის უდიდეს ლიტერატურულ წარმატებად და XIX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ წიგნად იქცა. წიგნი 40-ჯერ გამოიცა და 20 ენაზე ითარგმნა.

ალფრედ ნობელი, ფოტო 1890 წ
ალფრედ ნობელის წერილიდან ბერტასადმი, პარიზი 1890 წ.:
„ეს-ესაა დავამთავრე თქვენი გასაოცარი წიგნის კითხვა. რა დრო დაგჭირდათ ამ სასწაულის შესაქმნელად?“

ლევ ტოლსტოი, ეფიმოვიჩ რეპინის პორტრეტი, 1887 წ
ცნობილმა რუსმა მწერალმა ლევ ტოლსტოიმ ჯერ კიდევ 1872 წელს აღწერა თავის მოთხრობაში „კავკასიის ტყვე“ კავკასიაში მიმდინარე ომის სისასტიკე და სისხლიანი მოვლენები.
 ლევ ტოისტოი ერთ-ერთ წერილში ბერტა ზუტნერს წერდა:
„ძალიან ვაფასებ თქვენს მოღვაწეობას და ვფიქრობ, რომ თქვენი რომანის გამოქვეყნება იღბლიანი მინიშნებაა. (...) ღმერთმა ინებოს, რომ თქვენს წიგნს ომის დასრულება მოჰყვეს.“
PrevNext