Book Creator

გეომეტრიული ფიგურები

by Zura Zoidze

Pages 2 and 3 of 7

Loading...
  • წირი - ფიგურაა, რომელიც ორ რაიმე წერტილს აერთებს ერთმანეთთან, შესაბამისად მას აქვს დასაწყისი და დასასრული, ანუ მისი გაზომვა შესაძლებელია. სურათზე ვხედავთ, რომ M და N წერტილი ერთმანეთთან სხვადასხვა გზითაა შეერთებული, შესაბამისად წირებიც სხვადასხვა სახისაა, მათემატიკაში კი მათ შემდეგ სახეებს განვიხილავთ:
Loading...
o   მონაკვეთი - წირია, რომელიც აღწერს უმოკლეს მანძილს ორ წერტილს შორის, სურათზე ეს ფიგურაა MN(x).
o   ტეხილი - წირია, რომელიც მონაკვეთებისაგან შედგება, ის გავს ერთ დიდი მონაკვეთს, რომელიც პატარა მონაკვეთებათაა დატეხილი. ეს მონაკვეთები ტეხილისთვის მდგენებია. ანი ტერილი შედგება მდგენებისაგან. სურათზე ტეხილია MN(y). ეს ტეხილი შედგება 6 მდგენისაგან. მის გასაზომად, ყველა მდგენი იზომება ცალცალკე და ვკრიბავთ.
o   მრუდი - წირია, რომელსაც ოვალური ფორმა აქვს, ან ნახევარწრის. სურათზე მრუდია MN(z)
Loading...
ყველა ეს ფიგურა ღია ტიპისაა, ანუ არ არის შეკრული. დახურულია ფიგურა რომელიც უბრუნდება საწყის წერტილს, ანუ მისი დასაწყისი და დასასრული ერთი და იგივე წერტილია. მათ ვიცნობთ, როგორც სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე და ა.შ.
Loading...
  წრფეები ორი სახისაა. ესენია:      
  • პარალელური - როცა ერთმანეთს მიუყვება, ისე რომ არასოდეს გადაკვეთენ.
  • მართობული - როცა ერთმანეთის გადაკვეთისას 90°-იან კუთხეს ქმნიან.


Loading...
Loading...
   მრავალკუთხედები - იგივე დახურული (შეკრული) ტეხილებია. ის შედგება სასრული რაოდენობის მონაკვეთებისაგან.
მრავალკუთხედებს სახელი იმის მიხედვით ქვია თუ რამდენი გვეერდი ან კუთხე აქვს მას. თუ მრავალკუთხედის ყველა გვერდი ერთნაირი სიგრძისაა, მაშინ ასეთ მრავალკუთხედებს წესიერი მრავალკუთხედები ეწოდებათ.
   მრავალკუთხედების გვერდების საერთო სიგრძეს პერიმეპრი ეწოდება და აღინიშნება P ასოთი. ის ყველა გვერდის სიგრძის ჯამის ტოლია. განვიხილოთ რამდენიმე სახის მრავალკუთხედები.

   სამკუთხედი - მრავალკუთხედი, რომელსაც 3 გვერდი და 3 კუთხე აქვს.

   ოთხკუთხედები - მრავალკითხედი, რომელსაც 4 გვერდი და შესაბმისად 4 კუთხე აქვს ოთხკუთხედი ეწოდება.
ზოგადად განვასხვავებთ ოთხკუთხედების რამდენიმე სახეს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათი ვიზუალური განსხვავება.
გაიღრმავე ცოდნა :)
https://wordwall.net/resource/64665552
Loading...