Book Creator

გია ყანჩელი

by nino mamacashvili

Cover

Loading...
გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კინოკომპოზიტორს შორისაა
გია ყანჩელი დაიბადა 1935 წლის 10 აგვისტოს, თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანია.
გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება:
ოპერა “და არს მუსიკა” (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962წ); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963წ); “სევდა ნათელი” – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985წ); მუსიკა სპექტაკლებისთვის: “ხანუმა”, “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ III”; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: “არ დაიდარდო’, “ქვევრი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “მიმინო”, “შერეკილები”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “როცა აყვავდა ნუში” და სხვა. გია ყანჩელი დღესაც ეწევა აქტიურ შემოქმედებით მუშაობას.
ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც ცხოვრების ბოლო თვეები კლინიკაში გაატარა. 
გია ყანჩელი აღიარებული მსოფლიოს სამ საუკეთესო კომპოზიტორებს შორის
ავტორი: ნინო მამაცაშვილი
PrevNext