Book Creator

მელოტი მონადირე

by Barbara Papiashvili

Cover

Loading...
მელოტი მონადირე

Loading...
Loading...
Speech Bubble
Loading...
ავტორი: ეზოპე
ერთ კაცს თავზე შესანიშნავი თმა ჰქონდა, მაგრამ ასაკთან ერთად თმის ცვენა დაეწყო და ბოლოს და ბოლოს, მთლად გამელოტდა.
Thought Bubble
დადარდიანდა კაცი, ფიქრობდა, ხალხი გამელოტებულს რომ მნახავს, რას იტყვისო. ამიტომაც თავისი თმის მსგავსი პარიკი დაამზადებინა, ეგონა, ვერავინ ვერაფერს შენიშნავდა.
მაგარი იდეა მაქვს!
Speech Bubble
ერთხელაც მეგობრებთან ერთად სანადიროდ წავიდა. ჩვეულებისამებრ, თავზე პარიკი ედო და ზედ ქუდი ეხურა. ნადირობა ახალი დაწყებული ჰქონდათ, როცა ძლიერი ქარი ამოვარდა და კაცს ქუდი პარიკიანად მოსტაცა. დანარჩენმა მონადირეებმა სიცილი ატეხეს
Speech Bubble
- ის თმა, რისგანაც პარიკი დამიმზადეს, ოდესღაც ვიღაცას დასცვივდა და რაღა მე შემრჩებოდა თავზეო.
Speech Bubble
გაიცინე და სამყაროც შენთან ერთად გაიცინებს
PrevNext