Book Creator

მითებისა და რეალობის საზღვარზე

by nana shubitidze

Pages 4 and 5 of 11

პროექტი ,,მითებისა და რეალობის საზღვარზე"
სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლის VIII-XII კლასის მოსწავლეები
პროექტის ხელმძღვანელი, კონსულტანტ მასწავლებელი, ნანი შუბითიძე.


მიზანი: ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული ტურუსტული
რესურსების მიწოდება ევროპელ თანატოლებზე .
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
Loading...
სოფელი ლუჯიშის წმინდა გიორგის ეკლესია
სოფელი ლუჯიშის წმინდა გიორგის ეკლესია თარიღდება  XII საუკუნით
სოფელი ლუჯი მდებარეობს მესტიის მუნიცი
პალიტეტში,ლაშხეთის ხეობაში, ლახუნდერის 
თემში.
Loading...
Loading...
ტაძრის კედელზე ამოტვიფრულია ხელის მტევანი. ლეგენდის თანახმად ტაძრის კედელზე ამოტვიფრული ხელის
მტევანი  თამარ მეფის ხელია.
თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოსმონარქი1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგე
ნელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი 
აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა,
 რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და
 ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა 
მპყრობელი“.
Loading...
  ჯ ი ი რ ა
1918 წელს ევროპაში გლობალური პანდემია
 მძვინვარებდა. პირველი მსოფლიო ომის
 პარალელურად მთელ მსოფლიოში მომაკვდი
ნებელი ვირუსი გავრცელდა, რომელმაც 
საქართველომდეც მოაღწია. როდესაც ვირუსი,
 სახელად ,,ისპანკა” საქართველოშიც 
გავრცელდა.
მთელი ქვეყანა პანიკამ მოიცვა, რადგან იმ 
პერიოდში არ არსებობდა ვირუსის 
საწინააღმდეგო ვაქცინა. სწორედ ამიტომაც 
ქვემო
 სვანეთში, კონკრეტულად სოფელ ჭველფში 
მცხოვრებმა ერთ-ერთმა თემმა ,,გონჯოშეერებმა” გადაწყვიტეს
 თავდაცვის მიზნით აერჩიათ კონკრეტული
 სალოცავი ადგილი და ელოცათ.
სწორედ ეს ადგილი აღმოჩნდა ერთ-ერთი მუხის ხე, რომელიც მიახლოებით 200 წელს ითვლის და გამოირჩევა
 მისი სილამაზით და სიდიადით. ეს ხე ზღვის დონიდან მიახლოებით 1120 
მეტრზე მდებარეობს ხოლო ლენტეხიდან 18 კილომეტრშია. არსებული 
გადმოცემით ვინც ამ ხის ქვეშ დალოცეს, ყველა უვნებლად გადაურჩა
 ამ სასტიკ დაავადებას.
დღეისდღეობით მუხის ხის ქვეშ ლოცვის ტრადიცია კვლავ აქტუალური რჩება 
და კონკრეტული დღე არის ამ ლოცვისთვის განკუთვნილი, ყოველი წლის 
კვირაცხოვლობა დღე
 ამ ადგილას სოფლის მკვიდრნი იკრიბებიან და 
ღმერთს შესთხოვენ დაიცვას სოფლის მოსახლეობა ავადმყოფობისგან.
სვანური კოშკი
ოდითგანვე სვანეთი დიდად 
ცნობილი იყო 
კოშკებით, რომელსაც მოსახლე-
ობა თავშესაფრად იყენებდა აჯანყე-
ბისა და ომიანობის დროს. კერძოდ ქვემო
 სვანეთის ტერიტორია არ
 გამოირჩევა კოშკების სიმრავლით,
 მაგრამ არის რამოდენიმე კოშკი, რომლებიც
 17-18 საუკუნეში აშნდა. Კოშკები გამოიყენებოდა თავდაცვი-
სათის 
და როდესაც მტერი შემოესეოდა,
 მოსახლე-
ობას შეეძლო, ამ კოშკებიდან, 
 სოფლისთვის 
მიეცათ ნიშანი მოსალოდნელი საფრთხის 
შესახებ.
დღესდღეობით კოშკებს დიდი მნიშვნელობა აქვთ
 მინიჭებული ის სვანეთის რელიქვიაა. სამწუხაროდ
 რამოდენიმე კოშკმა ვერ გაუძლო კლიმატურ
 პირობებს და ჩამოინგრა, მაგრამ მაინც შემორჩენილია
 ეს დიადი ნაგებობები, რომელიც წარმოაჩენს სვანეთის კუთხეს. Ჩვენი მიზანია რომ ისინი
 დავიცვათ, აღვადგინოთ და მომავალ თაობას 
შემოვუნახოთ რათა ჰქონდეთ წარმოდგენა 
იმდროინდელ თავდაცვის და თავშესაფრის
 ხერხებზე, რომელსაც მათი წინაპრები იყენებდნენ.
PrevNext