Book Creator

რჩევები მოსწავლეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას

by ნინო დიასამიძე

Pages 2 and 3 of 22

ნინო დიასამიძე
რჩევები მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას
Thought Bubble
Loading...
სანამ შეუდგებოდე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას, გაითვალისწინე შემდეგი რჩევები.
Loading...
თუ მასწავლებელმა ჯერ სიტყვიერად გაგაცნო კომპლექსური დავალების პირობა, რა თქმა უნდა, თუ რაიმეს დაზუსტება გაინტერესებს, შეეკითხე.
მასწავლებელი როდესაც დავალებას, რომელიმე საპრეზენტაციო პროგრამაში გაკეთებულს, გამოგიგზავნის, კარგად წაიკითხე რამდენიმეჯერ.
გაიაზრე რა არის შესასრულებელი. მოკლე შინაარსი ჩამოაყალიბე (ჩაინიშნე შენი ჩანაწერების რვეულში) და მასწავლებელს შეეკითხე მომდევნო შეხვედრაზე, თუ გაიგე პირობა ისე, როგორც საჭიროა.
კომპლექსურ დავალებას
მასწავლებელი მოგაწვდის
კონკრეტული სამიზნე
ცნების შესასწავლად და
კონკრეტული საკითხის
შესწავლის დასაწყისში.
პირველად დაიწყე წინარე ცოდნის გააქტიურებით, ამისათვის ჯერ მოძებნე დავალებაში ქვეთავი, რომელსაც აწერია ,,იმისათვის,
რომ ადვილად გაართვა თავი დავალებას, შენ უნდა შეგეძლოს ქვემოთ მოცემული სავარჯიშოების შესრულება"
და დაიწყე ამით.
რამდენიმე ამოცანა იქნება განვლილი მასალის გახსენებიდან. დაიწყე მათზე მუშაობა. მისი მსგავსი ამოცანები მოძებნე და კიდევ გააკეთე. დაიხმარე მოსწავლის წიგნი და ინტერნეტ რესურსი.
PrevNext