Book Creator

სკოლის 150 წლიანი ისტორია

by sofi gomarteli

Cover

Loading...
Loading...
სკოლის 150 წლიანი ისტორია
,, კორბოულის მკვიდრთათვის, მისი ინტელიგენციისა და მშრომელთათვის  დიდად საამაყოა ის ფაქტი, რომ არა მარტო საჩხერის რაიონის მასშტაბით, არამედ დასავლეთ საქართველოში კორბოულის №1  საშუალო სკოლა სახალხო განათლების ერთ-ერთი უძველესი კერათაგანია მთელ ზემო იმერეთში. ე . ი.  მაშინდელ შორაპნის მაზრაში პირველად სახელმწიფო დაქვემდებარების სკოლა სწორედ კორბოულში გაიხსნა.“
სამრევლო სკოლაში ვაჭრებისა და მღვდლების     შვილები სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ქართულ და რუსულ ენებს, არითმეტიკას...
1904 წელს იგი გადააკეთეს ორკლასიანად იმ პირობით, რომ მეორე მასწავლებლისთვისაც ხელფასი ხაზინას უნდა მიეცა.
ორკლასიან სასწავლებელში სწავლა ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა . სწავლის პერიოდი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოსწავლეებს საფუძვლიანად შეესწავლათ ქართული ენა, რუსულ ენაზე წერა და კითხვა, არითმეტიკა და სხვა სასწავლო
საგნები.
1870-75 წლებში  სოფლის მოსახლეობა 2000 კაცს აჭარბებდა .  კორბოულის  სკოლა კი იმ დროიდან, ძალიან დიდი ხნის
განმავლობაში, მეზობელი სოფლების ახალგაზრდობასაც აძლევდა განათლებას.
1926 წელს კორბოულის სკოლა გადაკეთდა შვიდწლიან შრომით სკოლად . რომლის დირექტორად იაკინთე გელაშვილი დაინიშნა.
1936-1937 წელს კორბოულის არასრული საშუალო სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა. ამ წელს სკოლაში სწავლობდა 299 მოსწავლე.
1937 წელს კორბოულის ახლადგახსნილ საშუალო სკოლაში10 მასწავლებელი მუშაობდა.

დირექტორი: ერასტი კაპანაძე

მასწავლებლები:  
ქეთო მაჭარაშვილი,
ლადიკო მაჭარაშვილი
დათიკო მაჭარაშვილი
გიგა მაჭარაშვილი
მიშა ტაბატაძე
მიშა მამაცაშვილი
ელენე პაპიძე
ბეგლარ არჯევანიძე
PrevNext