Book Creator

სინკოპა და ტრიოლი

by Giorgi Gvalia

Pages 2 and 3 of 5

სინკოპა და ტრიოლი
Loading...
სინკოპირებული რიტმი: ეს არის რიტმული მონახაზი, როდესაც აქცენტი, ძლიერი დროიდან გადადის სუსტ დროზე, იგი მიიღწევა როდესაც ორ ჩაქრ თვლიან ნოტს შორის მოქცეულია ერთი ან რამოდენიმე შედარებით ნელ გრძლიობიანი ნოტი. მაგალითად ორ მერვედს შორის მოქცეული მეოთხედი, ორ მეოთხედს შორის მოქცეული ნახევარ თვლიანი ნოტი, ორ მეთექვსმეტედს შორის მოქცეული მერვედი.
Loading...
Loading...
ორ მერვედს შორის მოქცეული მეოთხედი. იცით რომ მეოთხედი არის გრძლიობა როდესაც ერთ თვლაზე მოდის ერთი ნოტი, მერვედი კი ერთ თვლაზე ორი ნოტი. სურათის ქვედა მხარეს მოცემულია ოთხი ცალი მერვედი, რომელთაგანაც მორე და მესამე მერვედი გაერთიანებულია და მიიღება მეოთხედი გრძლიობის ნოტი ხოლო პირველი და ბოლო მერვედები, რჩებიან მერვედებად.
Loading...
Loading...
ორ მეოთხედს შორის მოქცეული ნახევარ თვლიანი ნოტი
Loading...
(გადადით შემდეგ გვერდზე)
Loading...
ისევ ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონიის მეოთხე ნაწილი რომელიც სავსეა როგორც პუნქტირულ–მარშისებური, ასევე სინკოპირებული რიტმებით. დასაწყისიდანვე, ლითონის ჩასაბერ საკრავებში ისმის სწორედ სინკოპირებული რიტმი
Loading...
(გადადით შემდეგ გვერდზე)
ტრიოლი, ეს არის რიტმული მონახაზი, როდესაც ერთ თვლაზე მოდის სამი ნოტი. იგი შედგება სამი მერვედისაგან ან ერთი მეოთხედისაგან (რომელიც თავის თავში აერთიანებს ორ მერვედს) და ერთი მერვედისაგან. მეოთხედისაგან და მერვედისაგან შემდგარი მონახაზი ხშირად გამოიყენება ჯაზურ მუსიკაში სვინგის ეფექტის მისაღწევად, ასევე ეს მონახაზი ოდნავ ჰგავს პოუნქტირულ რიტმს; თუმცა განსხვავება მაინც თვალში საცემია რადგან მეოთხედისაგან და მერვედისაგან შემდგარ ტრიოლს ნაკლებად მარშსებური ხასიათი აქვს.
ტრიოლი
მეოთხედისაგან და მერვედისაგან შემდგარი ტრიოლი, რომელსაც
შეგვიძლია ვუწოდოთ სვინგის ტრიოლიც (სვინგი ეს არის ჯაზის რიტმი და ხერხემალი)
(გადაშალეთ შემდეგ გვერდზე)
ტარანტელა, კინოფილმიდან ,,ნათლია". იწყება მეოტხედი მერვედისაგან შემდგარი ტრიოლით და გრძელდება სამი მერვედისაგან შემდგარი ტრიოლით
შუმანი – ,,მამაცი მხედარი"
ბეთჰოვენი – ,,ზაზუნა"
იმპროვიზაცია ბახის მუსიკაზე. კლასიკური ჯაზ–სვინგ სტილში

You've reached the end of the book

Read again

Made with Book Creator

PrevNext