Book Creator

ი.ს. ბახი

by Giorgi Gvalia

Cover

Loading...
ი.ს. ბახი
მიუხედავად იმისა რომ იოჰან სებასტიან ბახი მოღვაწეობდა XVIII საუკუნეში, როდესაც ჩამოყალიბდა კლასიციზმის პერიოდი, იგი მაინც ბაროკოს ეპოქის წარმომადგენელია, რასაც ადასტურებს ბახის მუსიკის სტილიც. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბახი თავის ეპოქაში ცნობილი იყო როგორც განუმეორებელი ორღანისტი და პიანისტი, იგი, როგორც კომპოზიტორი მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინა ასევე გერმანელმა და გენიალურმა კომპოზიტორმა, რობერტ შუმანმა და ამ პერიოდიდან აღიარეს ბახი როგორც ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი კომპოზიტორი და პოლიფონიის ანუ მრავალხმიანობის მამა. მიუხედავად იმისა რომ როგორც კომპოზიტორს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი აგასებდა სიცოცხლეში, ბახი ითვლებოდა თავის პერიოდში არა მხოლოდ დიდებულ შემსრულებელად არამედ დიდებულ მოაზროვნედაც. ამის მაგალითია ის ფაქტი რომ მის მუსიკაში აღმოჩენილია ნოტებად გადატანილი ფერწერული ტილოები რომლებიც მეცნიერებმა მხოლოდ ამ საუკუნეში აღმოაჩინეს. ზოგადად ნახატების მუსიკაში გადმოტანა საკმაოდ პოპულარული იყო ძველ დროში, არსებობს უცნობი კომპოზიტორის მიერ ლეონარდო დავინჩის ,,საიდუმლო სერობის" მუსიკალური ვარიანტი სადაც ნოტები დაწერილია სურათზე, პერსონაჟების, თეფშების და საჭმლის მაგიდაზე განლაგების მიხედვით.
შენიშვნა: უყურეთ ვიდეოს 1:17 დან
ბახის გენიალურობას ძალიან აფასებდა გერმანიის ჰერცოგი, რომელსაც ძალიან უყვარსა მუსიკა და მეგობრობდა კიდევაც კომპოზიტორთან. მეგობრობასთან ერთად ჰქონდათ კომპოზიტორული დუელბიც და გამოწვევებიც. ექსპერიმენტებს ატარებდნენ მრავალხმიანობასთან დაკავშირებით, თუ ვინ უფრო სრულყოფილ მუსიკას შექმნიდა. რა თქმა უნდა არაა გასაკვირი, რომ ასეთ გამოწვევებში გამარჯვება ბახს რჩებოდა ხოლმე. მისი კომპოზიტორული ნიჭის დამფასებლებს შორის რაც არც თუ ბევრი იყო, სწორედ ერთ ერთი იყო ჰერცოგიც, რომელმაც ბახს დაუკვეთა მუსიკა, რომელიც ჰერცოგის სამეფო სიდიადეს წარმოაჩენდა. ბახმაც დაწერა კომპოზიცია, სადაც, მუსიკა 12 ჯერ იცვლიდა ტონალობას ქრომატიული თანმიმდევრობით. ქრომატიული თანმიმდევრობა არის იგივე ქრომატიული გამა, სადაც დო ბგერიდან შემდეგ დო ბგერამდე ყველა არსებული ბგერა იკვრება, ფორტეპიანოზე, ეს გახლავთ თეთრი და შავი კლავიშების თანმიმდევრობა და ყველა ამ ბგერიდან აიგება როგორც მაჟორული ტონალობები ისე მინორული. თავად ქრომატიზმი მუსიკაში მაგიის, მისტიციზმის, ზებუნებრივის სიმბოლოა, ხოლო აღმავალი ქრომატიზმის მეორე სიმბოლო კი სიკვდილის უარყოფის სახეა. ბახმა, აღმავალი ქრომატიზმით ხაზი გაუსვა ჰერცოგის ტიტულის არამხოლოდ ღვთითკურთხეულონას ასევე ჰერცოგის სრულყოფილებას და მისი სახელის უკვდავმყოფობას რადგან რიცხვი 12 არის სრულყოფილების, სრულქმნილობის სიმბოლო, ხოლო აღმავალი ქრომატიზმი კი ზებუნებრივთან ერთად როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიკვდილის უარყოფისა.
ბახის შემოქმედება მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, თითქმის რადგან, მას არასდროს დაუწერია ოპერა და სიმფონია. თუმცა აქვს ორატორია რომელიც იგივე ოპერაა ოღონდ წმინდანების ცხოვრებაზე დაფუძნებული ან ბიბლიურ ტექსტზბზე და არ გააჩნია მხოლოდ კოსტიუმირებული მოქმედედება. ასევე აქვს დაწერილი მუსიკა სიმფონიური ორკესტრისთვისაც თუმცა არა სიმფონიის ფორმაში რადგან სიმფონია როგორც მუსიკალური ფორმა კლასიციზმის პერიოდში ჩამოყალიბდა. კლასიციზმამდე არსებულ სიმფონიურ მუსიკას ხშირად სინფონიებს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა რომ ბახი დროთა მანძილზე დაბრმავდა ცუდი განათების პირობებში მუსიკის წერის გამო, მას მაინც მრავალი ნაწარმოები აქვს დაწერილი როგორც ინსტრუმენტულ ჟანრში, ასევე ვოკალურ ინსტრუმენტალურ ჟანრში, რომელსაც, მისი დაბრმავების შემდეგ, მისი მეუღლე უწერდა ხოლმე ნოტებში. ბახის შემოქმედებიდან უნდა აღვნიშნოთ მისი ოთხი მცირე მესა, რომელიც გახლავთ კათოლიკური წირვა და ერთი დიდი მესა რომელიც ,,მესა სი მინორის" სახელით არის ცნობილი, დაწერილი აქვს 300 მეტი კანტატა ანუ ინსტრუმენტულ- ვოკალური ნაწარმოები სადაც ვოკალის პარტია წარმოდგენილია გუნდის სახით. დაწერილი აქვს ქრისტეს ვნებები მათეს, იოანეს, ლუკას და მარკოზის სახარების მიხედვით რომელსაც პასიონენი ანუ ვნებები ქვია და ამ ნაწარმოებში ასახულია ქრისტეს წამება. სამწუხაროდ შემორჩენილია მხოლოდ მათეს და იოანეს მიხედვით დაწერილი პასიონები ხოლო ლუკასი და მარკოზის მიხედვით დაწერილი კი დაიკარგა.
მის კალამს ეკუთვნის ბრანდერბურგის 6 კონცერტი, მუსიკა წყალზე ანუ ისეთი მუსიკა რომელსაც საღამოობით უკრავდნენ ნავებით მდინარეზე სეირნობის დროს სიმებიანი ანსამბლები,სავიოლინო და საფორტეპიანო კონცერტები, სონატები, საორღანო მუსიკა ტოკატები და ფუგები, ინვენციები, და მრავალი სხვა. ინვენცია ითარგმნება როგორც გამოგონება, არის საშუალო მოცულობის ორ ან სამ ხმიანი ნაწარმოები და ერთგვარად ფუგასაც კი გავს ოღონდ ფუგაში შეიძლება შეგვხვდეს გაცილებით მეტი ხმა და არც ფუგასავით მოითხოვს ღრმა მუსიკალურ დამუშავებას და გაშლას. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინსტრუმენტალური ნაწარმოებები არის მისი საკლავირო ნაწარმოებები 2 ტომად გამოცემული რომელსაც კარგად ტემპერირებული კლავირი ეწოდება. ამ ორ ტომეულის შექმნას თავის ისტორია აქვს. მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად მოხდა რომ შეიქმნა ბახის დროს ზუსტად აწყობილი კლავისინები, ანუ ფორტეპიანოს წინამორბედი ინსტრუმენტი, მანამდე არსებული კლავისინები არ იყო ზუსტი წყობის რადგან მეცნიერება არ იყო იმ დონეზე განვითარებული, რომ შექმნილიყო სრულყოფილი კლავისინი. სწორედ კარგად ტემპერირებული კლავირის შექმნას მიეძღვნა ეს ორი ტომი სადაც 12 ივე მაჟორსა და 12 ივე მინორულ ტონალობაში დაწერილია კომპოზიციები.
PrevNext