Book Creator

ედვარდ გრიგის სიუიტა

by Giorgi Gvalia

Cover

Loading...
სიუიტა პერ გიუნტი
(სიუიტა – რამოდენიმე შედარებით პატარა ნაწარმოებისაგან შემდგარი ერთი დიდი ნაწარმოები რომელშიც გადმოცემულია კონკრეტული შინაარსი)

ამ წიგნში ჩვენ ვისაუბრებთ სიუიტა პერ გიუნტის დედა აზრის შესახებ:

პერ გიუნტი იყო ობოლი ბიჭი, რომელმაც გადაწყვიტა მოევლო ქვეყნიერება და ენახა სხვადასხვა საინტერესო ადგილები. ამ მოგზაურობის დროს იგი უამრავ ფატერაკს გადააწყდება, ამავდროულად მიატოვებს თავის დედას და საცოლე სოლვეიგს და სრულიად მარტო აღმოჩნდება მკაცრი რეალობის და საშიში სამყაროს წინაშე. ამ მოგზაურობის დროს იგი გადააწყდება მთაში გამოქვაბულს სადაც უამრავი საზარელი ტროლები და სხვა არსება ცხოვრობს, ამ ეპიზოდს თან ახლავ მუსიკა რომელსაც ეწოდება ,,მთის მეფის გამოქვაბულში". ტროლების მეფეს ყავს უმშვენიერესი ასული ანიტრა, რომელსაც სურს მოხიბლოს პერ გიუნტი და დაიტოვოს სამუდამოდ გამოქვაბულში. საბოლოოდ გამოქვაბული ინგრევა და პერ გიუნტი დააღწევს თავს ას კოშმარს. მრავალი წლის შემდეგ, დაღლილი, ასაკში შესული ბრუნდება სახლში სადაც მისი საცოლე სოლვეიგი ისევ ელოდება ხოლო დედა გარდაცვლილი დახვდება. პერ გიუნტი ქორწინდება საბოლოოდ სოლვეიგზე.

სიუტა პერ გიუნტი გახლავთ ღრმა შინაარსის მქონე ნაწარმოები სადაც პერ გიუნტის სახით წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებიც ცნობისმოყვარეობის გამო ივიწყებენ სულიერ ნავთსაუყუდელს და ამ ქვეყნიური საცდურისაგან მოხიბლულნი ეფლობიან წუთისოფლის დამღუპველ მორევში.
ამ ნაწარმოებში ღვთაებრივ სიწმინდეს წარმოადგენს სოლვეიგი, საცოლე პერ გიუნტისა, (ზოგადად ხელოვნებაში ქალი წარმოადგენს სიწმინდის სიმბოლოს). სოლვეიგის სახეს, ანიტრას სახე უპირისპირდება, რომელიც ასევე ძალზედ მშვენიერი ასულია მთის მეფისა. აქ, ამ მომენტში, საცდუნებელი იღებს ქალის ანუ სიწმინდის სახეს (როგორც რეალობაში ხდება როდესაც ხშირად ის რაც ცუდია კარგი გვეჩვენება) და პერ გიუნტს წარმოუდგება როგორც სიყვარულის, მშვენიერების და სიწმინდის სახე. ანიტრა კი გახლავთ სინამდვილეში საზარელი არსბებების მეფის ასული. ამ მეფის სამეფოს სიტუაცია დახასიათებულია მუსიკალურ ნომერში რომელსაც ეწოდება ,,ტყის მეფის გამოქვაბული", რომელის მუსიკა ძირითადად ჟღერს ჩელოების კონტრაბასების და ფაგოტების, ხოლო შემდეგ უკვე მთლიანად ორკესტრის ყველა ინსტრუმენტის პარტიაში. მუსიკალური თემა ერთიდა იგივეა, იცვლება მხოლოდ ტემპი და ხმის ნიუანსი, სიძიერე, რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი ემატება მუსიკას, მით უფრო ხმამაღლა ჟღერს იგი. გვხვდება ასევე ხშირად, ქრომატიული გამები, რომლებიც მუსიკალური სიმბოლოა მაგიური, ჯადოქრული და მისტიკური სამყაროსი.

ავტორს, გამოქვაბული ტყუილად არ აქვს აღებული, გამოქვაბული სახეა ადამიანის პირველყოფილობისა რაგდან ადამიანი თავდაპირველად გამოქვაბულში ცხოვრობდა. პერ გიუნტი კი რომელმაც მიატოვა სულიერი ნავთსაყუდელი, რაც უფრო ღრმად შედის გამოქვაბულში მით უფრო უბრუნდება პირველყოფილურ საწყისს და ამავდროულად მუსიკის ჟღერადობაც უფრო იმატებს და საზარი ხდება. ერთი და იგივე მუსიკალური მასალი ს მრავალჯერადი გამეორება, სახეა იმის რომ სიწმინდე დაკარგული ადამიანი ერთი დაიმავე ადგილს ტკეპნის და არ ვითარდება,
ისევე, როგორც მუსიკალური მასალა არ იცვლება, ტრიალებს და ტრიალებს ერთი და იგივე მუსიკა, იცვლება მხოლოდ ტემპი და იზრდება ჟღერადობა, რაც მუსიკა უფრო საშიშ ხასიათს აძლევს.

საბოლოოდ პერ გიუნტი გამოაღწევს ამ საშინელი ადგილიდან, ასევე თავს დააღწევს ანიტრას მაცდურ ცეკვას და ბრუნდება სახლში სადაც ელოდება საცოლე სოლვეიგი რომელსაც ცოლად მოიყვანს.

ეს უკვე სახეა იმის რომ ადამინი რომელიც თავს აღწევს საცდუნეებელს, ნანობს დ უბრუნდება სიწმინდეს, მას მიეტევება შეცდომები და შეუერთდება სიწმინდეს, ისევე როგორც პერ გიუნტი შეუერთდა თავის საცოლეს, როგორც სიწმინდის სიმბოლოს.
მუსიკალური ნომერი – ,,ტყის მეფის გმაოქვაბულში"
PrevNext