Book Creator

ორკესტრი

by Giorgi Gvalia

Pages 2 and 3 of 22

სიმფონიური ორკესტრი
(ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტები)
Loading...
სიმფონიური ორკესტრი, მუსიკის სამყაროს ერთ ერთი განუყოფელი ნაწილია რომელისათვისაც უამრავ კომპოზიტორს აქვს დაწერილი მუსიკა. სიმფონიური ორკესტრისთვის იწერება სიმფონიური მუსიკა (სიმფონიები, სიმფონიური პრელუდები, სიმფონიური სიუიტები და ა.შ.). სიმფონიური ორკესტრი გამოიყენება ასევე ოპერებში, საგუნდო მუსიკაშიც თუ კომპოზიტორი გადაწყვეტს გუნდს დაუმატოს ორკესტრი და ასევე სოლო ინმსტრუმენტების კონცერტში, სოლო ინსტურუმენტების აკომპანიმენტად (კომპოზიტორები წერდნენ როგორც საფორტეპიანო კონცერტებს სიმფონიურ ორკეტრთან ერთად, ასევე მაგალითად კონცერტებს ფლეიტისა და ორკესტრისათვის, ვალტორნისა და ორკესტრისატვის, კლარნეტისა და ორკესტრისათვის, ვიოლინოსა და ორკესტრისატვის და ზოგადად ნებისმიერი ინსტრუმენტისა და ორკესტრისავის).
Loading...
სხვადასხვა ინსტრუმენტთა სიმრავლის გამო, სიმფონიური ორკესტრის ჟღერადობა ძალზედ მრავალფეროვანია. სიმფონიური ორკესტრი იყოფა: დასარტყამ საკრავების, სიმებიან–ხემიანი ინსტრუმენტების და ჩასაბერ, იგივე სასულე საკრავთა ჯგუფებად; თავის მხრივ სასულე ინსტრუმენტები იყოფა ლითონის და ხის ჩასაბერ საკრავებად. სიმფონიურ ორკესტრს, კომპოზიტორთა გადაწყვეტილების მიხედვით შეიძება დაემატოს არფა, ფორტეპიანო, კლავესინი (კლავესინს ხშირად შეხვდებით ვივალდის, მოცარტის და სხვა კომპოზიტორების სიმფონიურ ნაწარმოებებში) სასულე ინსტრუმენტების რომელიმე მონათესავე საკრავი ან თუნდაც ხალხური საკრავები (მაგალითად ცნობილ ქართველ კომნპოზიტორს,. ვიქტორ დოლიძეს, თავის ოპერაში ,,ქეთო დაკოტე", დამატებული აქვს ქართული ხალხური საკრავი დოლი).
Loading...
ახლა კი გავეცნოთ თითოეულ ინსტრუმენტს და მათ ჟღერადობას:
ხის ჩასაბერთა ჯგუფი
(დასამახსოვრებლად დაგვჭირდება ძირითადი ინსტრუმენტები)
ძირითადი ინსტრუმენტები – მონათესავე
ინსტრუმენტი(ინსტრუმენტები)
ფლეიტა

ჰობოი

კლარნეტი

ფაგოტი
პიკოლო ფლეიტა, ბას ფლეიტა

ინსგლისური ქარახსა

ბას კლარნეტი, საქსაფონი

კონტრ ფაგოტი
ფლეიტა
ფლეიტა, ხის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფს მიეკუთვნება, მას ამზადებენ როგორც ხისგან ასევე ლითონისაგან, თუმცა სანამ ტექნოლოგია განვითარდებოდა, იგი ხის გახლდათ. დღეს სიმფონიურ ორკესტრებში გამოიყენება ძირითადად ლითონისაგან დამზადებული ფლეიტა, მაგრამ, რადგან ადრე მზადდებოდა ხის მასალისაგან, შეინარჩუნეს ტრადიცია და დატოვეს ხის ჩასაბერ ჯგუფში
ჟღერადობა
ფლეიტას ახასიათებს მაღალი რეგისტრი, ნაზი, სტვენისმიერი ბგერა, მისი მეშვეობით ხშირად ბაძავენ ჩიტების ჭიკჭიკს. იგი ერთადერთი ხის ინსტრუმენტია, რომელსაც ბგერის წარმოსაქმნელად არ სჭირდება ტროსტი, ფლეიტაში ხმა წარმოიქმნება ჰაერის დატრიალებით, ამიტომაც მისი ხმა ადვილად გამოსაცნობია, არის ტექნიკური და მოქნილი ინსტრუმენტი
მოუსმინეთ და უყურეთ ვიდეოებს
ჰობოი
ჰობოი ხის ინსტრუმენტია, შავი ფერის, რომელსაც თავზე უკეთდება ტროსტი. ტროსტი წარმოადგენს ხის ორ თხელ ფირფიტას რომელიც ერთმანეთზეა დადებული. მხოლოდ ტროსტში ჩაბერვის შედეგად ირხევა ფირფიტები და გამოსცემს უხეშ ბგერას, თუმცა როდესაც ინსტრუმენტს უკეთია ტროსტი, ტროსტის უხეშ ბგერას, ინსტრუმენტი გადააქცევს იმ ჟღერადობად, რა ჟღერადობაც ახასიათებს ინსტრუმენტს.
ჰობოი
ჰობოის განვითარების ეტაპები
ჰობოის ტროსტი
ჟღერადობა
ჰობოის ჟღეარდობაც გამორჩეულია, უკრავს მაღალ რეგისტრში წვრილი ბგერით, აქვს ნაზი, მაგრამ ამვე დროს ცივი და ღია ტემბრი, შეიძლება ქონდეს ჭყვიტინა ბგერაც, თუმცა არა შემაწუხებელი. ფლეიტის მსგავსად არის საკმაოდ ტექნიკური ინსტრუმენტი
PrevNext