Book Creator

ave maria

by Giorgi Gvalia

Pages 2 and 3 of 5

''Ave Maria"
Loading...
წმიდა ღვთისმშობელი მარიამი, ყველაზე გამორჩეული და აღმატებული წმიდანია როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ სამყაროში. იგი ითვლება ყველაზე წმიდა და უმანკო ადამიანად ვინც კი ოდესმე მოვლინებია ქვეყნიერებას და ამ სიწმიდის გამო მას ერგო პატივი გამხდარიყო მაცხოვრის დედა. ქრისტიიანული სწავლების თანახმად იგი ექვს ფრთიან ანგელოზებზე (სერაბიმებზე) მაღლა დგას და ყველაზე ახლოს იმყოფება ყოვლადწმიდა სამებასთან. წმიდა მარიამი ერთადერთი წმიდანია რომელსაც, (ღმერთის შემდეგ) ადიდებენ გალობით. არსებბობობს უამრავი საგალობელი ღვთისმშობლისა როგორც საქართველოშ, ასევე მის ფარგლებს გარეთ, – ევროპაში. აქედან ყველაზე ცნობილები ჩვენთვის არის ,,შენ ხარ ვენახის საგალობელი", რომელიც დაწერილია დავით აღმაშენებლის შვილის, დემეტრე პირველის მიერ, ასევე ცნობილია ბახის საკლავირო მუსიკა, რომელზეც შარლ გუნომ დაწერა საგალობელი ავე მარია (დიდება მარიამს) და ფრანც შუბერტის ავე მარია.
Loading...
შენ ხარ ვენახი
Loading...
ბახი – გუნოს ავე მარია
Loading...
შუბერტი – ავე მარია
Loading...
საინტერესოა ის, თუ რატომ არის ვენახად წოდებული ღვთისმშობელი: ალბათ ყველამ იცით ადამის და ევას სამოთხიდან გამოძევების ისტორია, როგორ აყვნენ გველის მიერ შემოთავაებულ ცდუნებას და იგემეს ის ხილი რომელიც არ უნდა ეჭამათ. ეს იყო ხილი, რომელიც დღეს დედამიწაზე აღარ ხარობს, ყურძნის მსგავსი ხილი, რომელმიც მაშინ უნდა ეჭამათ, როცა უკვდავების ხის ნაყოფისაგან აღივსებოდნენ და მზად იქნებოდა მათი მთელი არსება რომ აკრძალული ხის ნაყოფი, მისაღები გამხდარიყო მათთვის. თუმცა მოკვდავმა სხეულმა ვერ დაიტია ამ ხილის სიდიადე და ამპარტავნობით დაარღვიეს პირველი მარხვა რომელიც მათ ღმერთმა დაუწესა. ადამიანი ცოდვით დაეცა და საჭირო გახდა ადამიანის გამოხსნა ამ ცოდვისაგან რომელიც ძე ღმერთმა ითავა, მოევლინა ქვეყანას ღვთისმშობლის მიერ, ეწამა, ეცვა ჯვარს, მოკვდა ადამიანთა ხელით, საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად ადამიანთა ცოდვისაგან გამოხსნას. ჯვარცმამდე მაცხოვარმა დაგვიტოვა ზიარების წესი სადაც წითელი ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად ხოლო საფუარით გამომცხვარი პური კი ქრისტეს ხორცად. ამიტომაც, როდესაც ღვთისმშობელს ვენახს ვუწოდებთ, ეს არის სიმბოლური სახე, როგორც ვენახი ისხავს ყურძენს, რომლისაგანაც იწურება შემდეგ ღვინო, ასევე ღვთისმშბელმა შვა ქრისტე, რომელმაც სისხლი დაღვარა ჩვენთვის.
Loading...
,,შენ ხარ ვენახის გარდა, რომელიც ქართლ–კახური საგალობლების რიგს მიეკუტვენბა გავქვს სხვა საგალობლებიც ღვთისმშბლის სადიდებლად როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.
ზოგადად ძალიან ადვილია აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს სიმღერების და საგალობლების გარჩევა. უმთავრესი ხერხი მათ გასარჩევად არის ხასიატი და ტემპი. აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერებს ახასიათებთ სიდინჯე, სრულდება გრაციოზულად და ამ გრაციოზულობას ხშირად საოცრად უხამებენ წყნარ ხასიათს. ახასითებს გაბმული, ოსტინატური ბანი, ხოლო ზედა ხმებს ულამაზესი ჩახვევები და იმპროვიზაციები, დასავლეთის სიმღერები და საგალობლები, (გარდა მეგრულისა) არის გაცილებით ჩქარი ტემპის მქონე, ახასიათებს მეტი მოძრაობა და იმპროვიზაციაში შეზღუდულნი არიან, სამაგიეროდ ბანი არის ძალზედ მოძრავი, განსაკუთრებით იმერეთში.
იმერული საგალობელი ღვთისმშბლისა
აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ,,შენ ხარ ვენახი" ითველბა ხალხურ საგალობლად მაშინ, როდესაც მისი ავტორი ვიცით ვინაა, არადა ხალხურად ითვლება ის სიმღერა, საგალობელი, ლექსი, ზღაპარი თუ ამბავი, რომლიოს ავტორი არაა ფიქსირებული; ხალხურად ითვლება შენ ხარ ვენახი" იმიტომ, რომ ეს საგალობელი თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა და გალობის დროს ზოგი რაღაცას ჩაამატებდა ხოლმე და ხდებოდა სხვა ვარიანტის მიღება საგალობლისა. ამიტომაც ამ ფაქტმა მის მელოდიურ ნახაზში შეიტანა გარკვეული ცვლილებები და საგალობელს პირვანდელი სახით არ მოუღწევია, იგი მოვიდა ჩვენამდე ხალხის შემოქმედებითი სულით გამდიდრებული და სახეცვლილი, სწორედ ამიტომ ითვლება იგი ხალხურად.
ასევე საინტეწრესოა ბახის ავე მარიას ისტორიაც. ბახს იგი არასდროს დაუწერია საგალობელად; რა მოხდა სინამდვილეში: იოჰან სებასტიან ბახამდე პერიოდში და მისი მოღვაწეობის ადრეულ წლებშიც, არ არსებობდა ზუსტად აწყობილი კლავესინები და ფორტეპიანოები რადგან არ იყო ტექნიკა განვითარებული. მოხდა ისე რომ ბახის მოღვაწეობის დროს განვცითარდა კლავიშიანი ინსტრუმენტების შემქნის ტექნიკის დახვეწა და გამოვიდა კარგად ტემპერირებული (ტემპერირებული ნიშნავს ზუსტ წყობას) კლავიშიანი საკრავები. ამის აღსანიშნავად, ბახმა შემქნა თორმეტივე ტონალობისატვის როგორც მინორული ასევე მაჟორული ნაწარმოები, რომელებიც შედგებოდნენ პრელუდიისაგან და ფუგისაგან და გამოიცა ორ ტომად. პრელუდია ნიშნავს შესავალს ხოლო ფუგა არის მრავალხმიანი ანუ პოლიფონიური, საფორტეპიანო ან საორღანო ნაწარმოები (თუმცა სურვილის შემთხვევაში შეიძლება დაიწეროს ორკესტრისთვისაც). სწორედ ამ ორ ტომეულში მოცემული ერთ ერთი ნაწარმოები კერძოდ კი პირველი , დო მაჟორული პრელუდია და ფუგა მოეწონა შარლ გუნოს რათა ექცია იგი საგალობლად, ამ მუსიკის წყნარი ხასიათის გამო. გუნომ შემქნა მელოდია ვოკალისთვის და დაადო ავე მარიას ტექსტი, იმ შექმნილ მელოდიას, ამ მელოდიის აკომპანიმენტს ანუ თანხლებას კი სწორედ ბახის – პრელუდია დო მაჟორი წარმოადგენს. აი ასე ჟღერს იგი ორიგინალ ვარიანტში და ვოკალის გარეშე (წეღან თქვენ მოუსმინეთ გაორკესტრებულ ვარიანტს აქ კი მოისმენთ ფორტეპიანოზე შესრულებულს და ვოკალის გარეშე)

You've reached the end of the book

Read again

Made with Book Creator

PrevNext