Book Creator

მზე შინა და მზე გარეთა

by Giorgi Gvalia

Cover

Loading...
მზე შინა და მზე გარეთა
საქართველოში ასტრონომია რომ განვითარებული იყო, ეს ისედაც ცხადია და ამის შესახებ კვლევებიც არსებობს, ამიტომ კონკრეტულ ფაქტებს და აღმოჩენებს არ მოვიყვან აქ რადგან ეს არის პატარა განხილვა ქართული ხალხური სიმღერისა, ,,მზე შინა და მზე გარეთა“. მზეს და მის ბრწყინვალებას, ქრისტიანობაში აქვს შემდეგი დატვირთვები: მას ადარებენ როგორც უფალს თავისი ბრწყინვალებით რომელიც ყველა სხვა მნათობს ფარავს, ასევე, რადგან ძველად მზე განასახიერებდა მდედრობით სქესს იგი გახდა ღვთისმშობლის სიმბოლოც. თავად აღნიშნულ სიმღერაში, ორივე სახეა გამოყენებული. ფრაზა: ,,მზე შინა და მზე გარეთა“ – შეგვიძლია აქ ვისაუბროთ რომ ეს არის თავად ღმერთის სახე, ღმერთის რომელიც არის ტრანსცენდენტული (ანუ ყოველივეს მიღმა მყოფი) და ასევე როგორც მრწამსშია ნათქვამი იგი აღავსებს ყოველივესო. ასევე ყოვლადწმიდა სამების მეორე წევრი, ძე ღმერთი, რომელიც ტრანსცენდენტულობიდან, სამყაროს და ყოველივეს მიღმიერობიდან, შემოვიდა სამყაროში და ადამიანური ხორცშესხმის მეშვეობით სამყაროს მოველინა. სიმღერის ამ ნაწილში, სჩანს რომ ქართველებმა უფლის წყალობით, ქრისტიანობის მიღებისას, ბოლომდე გააცნობიერეს ჭეშამრიტება, დაინახეს როგორც უფლის ტრანსცენდენტულობა, ასევე ის ფაქტი რომ უფლის განკაცების შედეგად უფალი შემოვიდა უკვე ხორციელადაც სამყაროში. შემდეგი ფრაზა ,,მზევ შინ შემოდიო“, – ეს არის უკვე თხოვნა: რადგან სიმღერა არის საძეო. ანუ ბავშვის დაბადების შემდეგ რომ მღეროდნენ. ამ ფრაზით ხდება თხოვნა რომ უფალი იყოს მათთან და ახალი წევრის მოვლინება იყოს უფლისაგან კურთხეული. რაც შეეხება ღვთისმშობლის სახეს და მეცნიერებას: ცნობილი ფაქტია რომ ქართველებს სწამდათ რომ მზის სისტემაში, ფორმირება პირველად დაიწყო დედამიწამ და მთვარემ, ხოლო შემდეგ კი მზემ მაგრამ სიმღერაში არის ფრაზა: ,,მზე დაწვა და მთვარე შობა: როგორ შეიძლება რომ ის რაც მეორე გაჩნდა გააჩნოს ის, რომელიც უკვე არსებობდა? 
აქ ყოვლადწმიდა სამების მეორე პირის სახე, მზის სიმბოლიკიდან გადადის მთვარის სიმბოლოში. მთვარის სიმბოლოში, მთვარის სიმბოლოში რომელიც ამავდროულად განასახიერებს ხორციელ სახეს და მამაკაცურ საწყის, ხოლო მზიდან მთვარეში გადანაცვლება ღვთის აღმნიშვნელისა გამოხატავს რომ რმერთმა ამ ქვეყნიური ხორცი შეისხა (მთვარე როგორც მიწიერების სიმბოლო და სახე). ხოლო ღვთისმშობელის სახე წარმოდგენილია მზის სიმბოლოთი. სწორედ ამ ერთგავრი შიფრით აიხსნება ეს ერთი შეხედვით პარადოქსული მდგომარეობა რაც მზის (რომელმაც მთავრეზე გვიან დაიწყო ჩამოყალიბება) მიერ მთვარის შობას უკავშირდება. (როგორც ვთისმშობელმა შვა ღმერთი, რომელიც ღვთისმშობლამდეც იყო სამყაროს მიღმა)

You've reached the end of the book

Read again

Made with Book Creator

PrevNext