Book Creator

დავითისანი

by ფიქრია სიდამონიძე

Cover

Loading...
Loading...
"მემატიანე"
Loading...
გაზეთი გამოდის თვეში ერთხელ
Loading...
სსიპ ქ. რუსთავის N 12 სკოლის პერიოდული სასკოლო ორგანო
Loading...
2023 წელი. ივნისი. N1 გამოცემა
Loading...
გილოცავთ, სკოლის გაზეთის დაბადებას.
Loading...
Caption At malesuada nisl felis sit amet dolor. Duis ultrices semper lorem nisl felis sit. At malesuada nisl felis sit amet dolor nisl felis.
Loading...
Loading...
პირველი გაზეთი მსოფლიოში
Loading...
პირველი გაზეთი ევროპაში 1609 წელს გერმანიაში შეიქმნა. იგი იოჰან კაროლუისმა გამოსცა. გაზეთმა მალევე მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. თავდაპირველად გაზეთები მცირე ზომის გამოდიოდა. 1673 წელს კი პირველი პოპულარული გაზეთი “კურიერი” გამოვიდა, რომელიც ძირითადად შემეცნებითი ხასიათის იყო. 1697 წელს ჰამბურგში გამოსცეს წიგნი, სადაც ერთი მწერალი წერდა, რომ “ვისაც ცხოვრებაში ბედნიერება და სიახლის გაგება სურს, მან აუცილებლად უკნდა იკითხოს გაზეთი”.

გაზეთების ძირითადი ნაწილი გასართობი ხასიათის იყო. 1660 წლის 1 იანვარს კი პირველი გერმანული პოლიტიკური გაზეთი გამოვიდა. იგი ძირითადად კომერციული სახის იყო. ამასთან ინგლისშიც გამოდიოდა ბეჭდური პერიოდული გამოცემები. მოკლედ, გაზეთი მთელ ევროპაში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, გაზეთმა არსებობა გერმანიიდან დაიწყო, ამ სფეროში ლიდერად მაშინაც და დღესაც მაინც ინგლისი გვევლინება. გერმანიას ფეხდაფეხ საფრანგეთი მისდევდა. მთელს ევროპაში გაზეთები ძირითადად კომერციული ხასიათის იყო.
მიმდინარე სიახლეები
ჩვენი სკოლის ისტორია
სსიპ N12 საჯარო სკოლის შენობა
სკოლის ისტორია
1953 წელს პატარა ქალაქში, სადაც ისახებოდა ომის შემდგომი
ცხოვრება, ბარაკის ტიპის შენობაში გაიხსნა რუსული სკოლა. 1956 წელს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ააშენეს ორსართულიანი სკოლის შენობა, სადაც ახალსახლობა იზეიმა სკოლამ. ახალ რუსთავში ეს იყო პირველი
საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ სკოლაში ფუნქციონირებდა ორი: ქართული და რუსული სექტორი. პირველივე დღეებიდან სკოლაში ფუნქციონირებდა ქვეყანაში ცნობილი ახალგაზრდული მუზეუმი, რომელსაც სხვადასხვა რესპუბლიკებიდან  ჩამოსული დელეგაციები სტუმრობდნენ. 60-70-წლებში სკოლას მჭიდრო ურთიერთობა ქონდა საკავშირო გეოგრაფიულ საზოგადოებასთან და მათი წევრები
აგრეთვე, სკოლის ხშირად სტუმრობდნენ სკოლას.80-იან წლებში სკოლამ სახელი გაითქვა ქალაქში და ქვეყნის მაშტაბით საუკეთესო მასწავლებლებით
და მოსწავლეებით. მე – 12 სკოლის კურსდამთავრებულებს  მთელი ქვეყანა იცნობდა. ახლა ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ.
90-ათიან წლებში სკოლა ატარებდა მსოფლიო მწერლის ალექსანდრე პუშკინის სახელს და პარტნიორობას უწევდა მოსკოვის ა.პუშკინის სახელობის 352 სკოლას. სწორედ მაშინ ინტენსიურად ტარდებოდა
სკოლაში ლიტერატურული სალონები, რომელთა შინაარსი მეტწილად ქართულ და რუსულ ლიტერატურულ კლასიკას წარმოადგენდა და განიხილავდა. სწორედ მაშინ გამოიცა პარტნიორი სკოლის, პუშკინის
ინსტიტუტის და რუსეთის განათლების განვითარების ინოვაციური სტრატეგიების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ წიგნი ‘’ პოკა ვ როსსიი პუშკინ დლიტსა’’ (ტრადიციების აღზრდა), რომელშიც უკრაინის და ლიტვის სკოლებთან ერთად ჩვენი სკოლის სასკოლო ცხოვრების გამოცდილებაა წარმოდგენილი.
Comic Panel 1
ფესტივალი "ოქროს საწმისი" და ჩვენი სკოლა
ა.წ. 25 მარტიდან მიმდინარეობდა ფესტივალი "ოქროს საწმისი" თსუ ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით და საქართველოში საბერძნეთის საელჩოს ხელშეწყობით. ფესტივალის მსვლელობაში წარმატებით მონაწილეობდა სსიპ ქ. რუსთავის N12 სკოლა. კერძოდ, მოსწავლეები ანი ხუციშვილი, ანა იასეშვილი და ლამან ისმაილოვა.
"ოქროს საწმისის" ფესტივალში მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობდნენ. მათ გადაეცათ საინტერესო თემისთვის დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები.
წარმატებული მოსწავლეები მე-10 კლასელი ანი ხუციშვილი და მე-11 კლასელი ლამან ისმაილოვა საბერძნეთის ელჩთანდა ელინისტიკის ინსტიტუტის დირექტორ ლევან გიგინეიშვილთან ერთად.

You've reached the end of the book

Read again

Made with Book Creator

PrevNext