ანკეტა-კითხვარის შესაქმნელად დაგჭირდება მენიუ Developer, რომელიც მენიუს ზოლზე არ არის გამოტანილი. მის გამოსატანად შეასრულე მოქმედებები: -აირჩიე ოფისი ღილაკი და გახსენი Word Options ფანჯარა; -ჩანართში Popular, აირჩიე Show Developer tab in the Ribbon და დააწკაპუნე ღილაკზე Ok. მენიუს ზოლზე მარჯვენა კიდეში Developer მენიუ დაემატება. ანკეტა კითხვარის შექმნისას Developer მენიუს Controls ჯგუფის ბრძანებები დაგჭირდება.