Book Creator

"ლეკვი ლომისა სწორია..."

by tamari abesadze

Cover

Loading...
Loading...
კურსების საჯარო სკოლა
2022
გენდერული თანასწორობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებაა. ქალებს უფლება აქვთ, იცხოვრონ ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე. ქალთა გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მისაღწევად და სიღარიბის აღმოსაფხვრელად.
გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, გენდერული თანასწორობა „ნიშნავს, რომ ქალები და მამაკაცები, გოგონები და ბიჭები ერთნაირი უფლებებით, რესურსებით, შესაძლებლობებით და დაცვით სარგებლობენ. არ მოითხოვს იმას, რომ გოგოები და ბიჭები, ან ქალები და კაცები, ერთნაირები იყვნენ, ან რომ მათ ზუსტად ერთნაირად მოეპყრონ.“
გენდერული ბალანსი გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილოებას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენს რეალობაში ვხვდებით სიტუაციებს სადაც გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება, კაცები ლახავენ ქალთა უფლებებს, რეალობაში კი ვხვდებით ქალზე ძალადობის არაერთ ფაქტს.
შეუძლია თუ არა ქალს იყოს კაცის თანასწორი, დაიკავოს მაღალი თანამდებობები, ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები ინტელექტუალებთან. იმუშაოს ყველაზე მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე. თანამედროვე მსოფლიოში თითქოს არ არსებობს წინააღმდეგობა, მაგრამ იშვიათად იღებს ქალი გადაწყვეტილებას წავიდეს პოლიტიკაში ან გახდეს მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი. 
მაგრამ ასეთი ქალებიც არსებობენ: ძლიერები, შრომისმოყვარეები, მიზანდასახულები სიმაღლის დასაპყრობად, ამასთანავე ქალურები, ალერსიანები, მომხიბვლელნი და მიმზიდველნი. ქალები პოლიტიკაში მაინც იშვიათი მოვლენაა. საზოგადოება ძნელად შორდება დამამცირებელ წარმოდგენას იმაზე, რომ პოლიტიკა - ეს ძლიერთა ანუ მამაკაცთა ხვედრია. სიტყვები „ქალი და პოლიტიკა“ ბევრ ადამიანში იწვევს უარყოფით რეაქციას, რომ ქალის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ სამზარეულოშია.
PrevNext