Book Creator

საქართველო და ქართული მწერლობა ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ

by vadakaria.eliso

Cover

Loading...
საქართველო და ქართული მწერლობა ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ
მეოცნებე გოგონა  და ბეღურები
ერთ პატარა ქალაქში,რომელიც არაფრით 
 გამოირჩეოდა სხვა ქალაქებისგან ,უამრავ
 მოსახლესთან ერთად ცხოვრობდა ერთი 
პატარა გოგო, რომლის ცხოვრებაც ნებისმიერი
 ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრებას ჰგავდა, მაგრამ, 
ბევრისგან განსხვავებით, მას ჰქონდა ერთი ოცნება
,ესწავლა და გაეგო ჩიტების ენა.მართალია,  ვერაფრით
 ახერხებდა ამას ,მაგრამ ამ ოცნებაზე ფიქრი არასოდეს შეუწყვეტია.  ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს გოგონა, 
თავის ფიქრებში გართული ,ბაღში სეირნობდა
,რა დროსაც ხის ძირას ფრთამოტეხილი ჩიტი შეამჩნია, 
რომელიც გადაადგილებას ვერაფრით ახერხებდა.
გოგონამ მიირბინა,ხელში აიყვანა და სახლში წაიყვანა,
 რათა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა.სახლში მიყვანილს 
დედის დახმარებით მალამო წაუსვა,ფრთა შეუხვია და მის 
გამოჯანმრთელებას დაელოდა.
 იმ დღიდან გოგონას სახლის ფანჯარას ორი ბეღურა 
შემოეჩვია,რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს 
ფანჯარასთან ატარებდნენ. გოგონას ეს ფაქტი 
არ გამოჰპარვია. ფრთამოტეხილი ბეღურა ფანჯრის რაფაზე დასვა
,საჭმელიც დაუყარა და დააკვირდა, რა მოხდებოდა.შეამჩნია,რომ  ჩიტები გამხიარულდნენ,ერთმანეთს ეფერებოდნენ, ეთამაშებოდნენ და სრულ გამოჯანმრთელებამდე 
მეგობარი გასაჭირში არ მიუტოვებიათ. მართალია, გოგონამ მათი ენა ვერ ისწავლა,მაგრამ გაიგო,რომ ჩიტებსაც სცოდნიათ მეგობრობა და თანადგომა. მას შემდეგ ბეღურები გოგონას ფანჯარას ხშირად 
სტუმრობენ და  მადლობის ნიშნად ეჭიკჭიკებიან.
ელენე ცხადაია
მწერლობა თავისუფლებაა, „წყარო“, რომელიც შთააგონებს ადამიანს, ახსენებს, ვინ არის, სად არის, რა უნდა... სწორედ, ეს „წყარო“ დაახშო ბოლშევიზმა,
რათა წინააღმდეგობების გარეშე შეესრულებინა საქართველოს კომუნისტურ პარტიას ბრძანებები
მოსკოვიდან. საქართველოს სხვებთან საერთო კულტურა, მაშასადამე, საერთო მწერლობაც უნდა
ჰქონოდა. ამ სისტემას კი სსრკ ეწოდება, რაც რუსეთად აღიქმება. სსრკ-ს რუსეთი წარმოადგენს,
დანარჩენი ქვეყნები კი „პაიკებად“ შეიძლება მივიჩნიოთ. პაიკებს დიდი როლი აქვთ გამარჯვებაში,
მაგრამ, თითქმის, არასდროს, არ „ცოცხლობენ“ გამარჯვების წამამდე. მათი დანიშნულებაა,
თავი გასწირონ სხვისი წარმატებისთვის. ანუ, საქართველოს ასიმილაციას უპირებდნენ „მწერლობის
მოთვინიერებით“, ნელ-ნელა თავისუფლების წართევით.
თავისუფლება კომპლექსური პროცესია. იგი ცხოვრების მამოძრაებელი ძალაა. ერთი შეხედვით, „მარტივი“ ჩანს თავისუფლად ყოფნის ტვირთი. რეალურად, კი მის
შენარჩუნებას მუდმივი ბრძოლა, მოქმედება და შრომა სჭირდება. ადამიანი მუდამ ფხიზლად  უნდა იყოს, ყურადღება არ მოადუნოს, სიზარმაცემ არ
დაისაკუთროს... თავისუფლების დაკარგვას შეგვიძლია, „უვადო შვებულება ვუწოდოთ“. მცირე ერებისთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, დამთრგუნველი და შიშის მატარებელია ისტორიის დასასრული.
მას თავისუფლების დაკარგვა და მასთან შემგუებლობა მოაქვს. მე19 საუკუნის დასაწყისში  ჩვენს ქვეყანას იმდენად აღარ ჰქონდა მომავლის იმედი,
საკუთარი თავის რწმენა, რომ მფარველს დაუწყო ძებნა. საზოგადოება, რომელიც უქმობას მიჩვეულა,
რომელსაც ხანგრძლივი  მოძრაობა დავიწყებია,
განსაცდელის პირას დგას. მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში მყოფი საქართველოც  ელოდა მხსნელს, ოღონდ არა საკუთარი ქვეყნიდან. სასოწარკვეთილმა
ქვეყანამ „გადამრჩენილი“ რუსეთში დაინახა.

რუსეთი „მოყვარედ მოვიდა“. ზოგს ჩინ-მედლები დაურიგა, ზოგიც დააშინა... უფრო სწორად, ვინც დააშინა, მათ
ჩამოურიგა ჩინ-მედლები, ანუ „ოქროს ხელბორკილები“, რომ საკუთარი ერი ეკონტროლებინათ,
გაექილიკებინათ. არც კომუნისტირი რეჟიმი ყოფილა დიდად განსხვავებული. მათ  საზოგადოებას უნდობლობა ჩამოუყალიბეს, ოჯახის წევრებმა
ერთმანეთის გაწირვა დაიწყეს...
მნიშვნელოვანია, სწორედ
ტექსტები, რომლებიც საბჭოთა ეპოქის საქართველოზე გვიყვება, რადგან ხალხმა გააცნობიეროს
საკუთარი წასრული. ვინც საკუთარ წარსულს იცნობს ,მას არ უჭირს  აწმყოში ორიენტირება და მომავლის დაგეგმვა. ბაქრაძე წერს: „როცა მწერლობის მოთვინიერებას ვწერდი, მიზნად არ მქონია ვინმეს საყვედური - დამუნათება. არ მქონია იმიტომ, რომ არ ვიცი, თავად როგორ მოვიქცეოდი, იმათ მდგომარეობაში
რომ ჩავვარდნილიყავი“. მართლაც, ადამიანი უძლურია ადამიანური ინსტინქტების წინაშე,
ამიტომ ბაქრაძე არ ცდილობს, მათ გაკრიტიკებას დანებების გამო. რადგან თავადაც არ იცის,
როგორ მოიქცეოდა, როცა არსებობის დაკარგვით დაემუქრებოდნენ...
ვფიქრობ, მწერალიც ჯარისკაცია, ოღონდ ფარისა და ხანჯლის
ნაცვლად ფურცელი და კალამი აქვს. ქართული მწერლობა და ბოლშევიკები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ,როგორც ქოფაკი ძაღლი და შეშინებული კაცი პურით. ბაქრაძე წერს, „კ. გამსახურდია ხანდახან უყრიდა მწერლური პურის ნატეხებს - „ბელადს“, „ვაზის ყვავილობას“, ნარკვევებს, რომ ბუნებრივ სიკვდილამდე მიეღწია და ქართველი ხალხისთვის დაეტოვებინა „დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დავით აღმაშენებელი“.
ასეთ ყოფაში იყო საქართველო. თავს აჩვენებდნენ, რომ
პარტიის სრულფასოვანი წევრები იყვნენ, რათა არც თავი დაეკარგათ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და  არც ეროვნულობა.
ბოლშევიკები ნიღაბს ამოფარებლნი ცდილობდნენ  ქართველი ერისათვის   ცნობიერებისა და განსჯის უნარი დარკარგათ. რთულია, საკუთარ მტერზე „კარგი“ სიტყვა დაგცდეს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რუსები გონივრულად მოქმედებნდენ.
სწორედ, ამიტომ იქცნენ საქართველოსთვის ყველა დროის საშიშ მტრად. ბოლშევიკები აანალიზებდნენ  კულტურის მნიშვნელობას ერის ცნობიერებისთვის, ამიტომ წარსული „დალუქეს“. გააქრეს ეროვნული თავისუფლებისათვის წამებულთა გვარ-სახელები, რათა
დაკნინებულიყო ეროვნულობის შეგრძნება.
რასაკვირველია, მწერლობის დანიშნულებაა, სულიერი საწყისები გაუღვიძოს მკითხველს, რისი უფლებაც ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ ჩამორთმეული იყო.
ქართული მწერლობის არსებითი პრობლემა - ეროვნული ტკივილი მიჩქმალული იყო. მწერლებს
იმედი უნდა აღეძრა ხალხისთვის, თავისუფლების ხანა უნდა გაეხსნებინათ, სამშობლოს სიყვარული
უნდა ჩაენერგათ, მაგრამ უმეტესწილად, კალამს არსებობის შესანარჩუმენლად  იყნებდნენ. წერდნენ იმას, რაც ფიზიკურად გადაარჩენდათ.
მკითხველი ამას გრძნობდა და შინაგანად ეზიზღებოდა მწერლის სილაჩრე, გაუბედაობა, რაც
თავადაც ახრჩობდა და ეშინოდა, ვინ იცის, იქნებ, მასაც ისივე გაელანძღა საკუთარი ახლობელი,
როგორც მწერლები ერთმანეთს ლანძღავნდნენ სტატიებში...
„ვა, სოფელოში“, მთხრობელი იხსნებს, როცა პატარა იყო
მამისი ერთმა ქალმა საჯაროდ შეურაცხყო. ყველა ტაშს უკრავდა ამ სიტყვების გამო. გოგონას
გამომსვლელი ეცნობა და ახსენდება, ერთ დროს, მამისი ამ ქალს დაეხმარა... დარბაზი ტაშს უკრავდა, მაგრამ თავად სიამაყე არ ეტყობოდა, მას რცხვენოდა გოგონასი.
ამ დღეში იყო საქართველო, ასე ითესებოდა უნდობლობა,
ბრაზი, შუღლი...
ასეთ სიტუაციაში ერის ხელმძღვანელობის როლი ისევ მწერლობის პასუხისმგებლობა გახლდათ. მაგრამ, თუ ქართული მწერლობა ბოლშევიკურ ტირანიას დანებდებოდა,
იგი სრულიად გამოუსედეგარი ძალა იქნებოდა ერისთვის. რასაკვირველია, ლიტერატურის პარტიულობის პრინციპის ძირითადი ამოცანაა, მწერლობისა და ხელოვნების საშუალებით, პროპაგანდა გაუწიოს მოსკოვში შემუშავებულ დირექტივებს. მაშასადამე, გააქროს იდენტობა, ადამიანს დაავიწყოს
თავისი ფუნქცია, წაართვას წინააღმდეგობის უნარი, გამოამწყვდიოს „ჩარჩოებში“, დაავიწყოს
წარსული, ფიქრისა და განსჯის უნარი...
ეროვნული ტკივილი ბოლშევიკების მიერ „დატყვევებულია“. თითქოს, თვითმყოფადობის პრობლემა მოგვარებულია, ამიტომ არ არის სასურველი მისი განხილვა. ამიტომ ისიც უნდა დაივიწყო, რასაც წარსულში ამბობდნენ. აღსანიშნავია, საკუთრივ რუსეთიც კი არ უმალავდა ერს ანტისაბჭოური პოზიციების მიმდევრებს. მათ ესმოდათ, ის, რაც ქართველებს თავად „დაავიწყეს“, კულტურა არ არის ერთსახოვანი, ერთგანზომილებიანი. იგი ყოველთვის
მრავალგანზომილებიანია. ლიტერატურის პარტიულობის პრინციპმა ქართულ მწერლობას ჩამოართვა უფლება ემსახუროს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს.
უფლებაჩამორთმეული, მორჩილი მწერალი მწერალი არ არის,იგი მწერლის ნიღბის უკან დამალულა, რათა სხვების სიტყვები და აზრი გააჟღეროს. მას არ
გააჩნია საკუთარი ხედვა. ნიჭიერი მწერალი წერს, იმას, რასაც მართლაც ფიქრობს, რაზეც მართლა წუხს. ასეთ ვითარებაში ერს უჭირდა, ნიჭიერი მწერლის ამოცნობა,რადგან ერთსა და იმავე კაცს სხვისი ნააზრევიც ჰქონდა დაწერილი და თავისიც, ანუ საკუთარ
აზრსაც აფიქსირებდა, გამოხატავდა თავის დამოკიდებულენას, ემოციებს და რაოდენ უცნაურიც
არ უნდა იყო, „ეთანხმებოდა“ იმ აზრს, რომ ყველაფერი კარგადაა და ვინც სხვაგვარად ფიქრობს,
ის მტერია.
გალაკტიონ ტაბიძემ დაწერა -„ნათქვამია - ხელი ხელს ორივე კი პირსა ჰბანსო, გეგმა უნდა შევასრულოთ საწარმოო-საფინანსო“. მწერლის დამოკიდებულება შენიღბულია. ძნელი ამოსაცნობია სერიოზულადაა ავტორი განმსჭვალული თუ მხოლოდ ირონიულად. ქართველი მწერლები, მართალია, ფრთხილად, რთულად, მაგრამ, მაინც ახერხებდნენ, რომ ერს თავისი ეპოქა, იდეალი, ზნეობრივი სიღრმე შეეგრძნო.
 „1984-ში“ ჯორჯ ორეული წერს: „ადამიანი უძლურია ინსტიქტების წინააღმდეგ“. მართლაც, როცა ადამიანს აწამებენ,როცა მისი სხეული შიშს ეკუთვნის, ინდივიდი „ორფეხა ცხოველი“ ხდება და მხოლოდ არსებობისთვის
იბრძვის. 1925 წლის 28 დეკემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა სერგეი ესენინმა.
ტიციან ტაბიძემ მას ლექსი მიუძღვნა. ასე იწინასწარმეტყველა საკუთარი და მისი მეგობრების
ბედისწერა: „ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს, ყველამ იცოდეს
- სხვა პოეტებში ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!“
მალევე კომპარტიის ტერორის მსხვერპლი გახდა ტ. ტაბიძეც.საბჭოთა მწერლები ორბუნებით იყვნენ შეპყრობილნი, უფრო სწორად, მოქმედებისათვის იძულებულნი იყვნენ, ეჩვენებინათ, რომ „ორგვარად“ ფიქრობდნენ.
ერთხელ, ლადო გუდიაშვილმა გრიგოლ რობაქიძის პორტრერი დახატა. ტიციან ტაბიძემ თქვა:
„ეს არის უდიდესი, რაც შეუქმნია ლადო გუდიაშვილს. გრიგოლ რობაქიძე არწივის თავით, რომელსაც
გადმოსდის ტვინი ბალღამივით და შუბლი შედრეკია, ისე, თითქო, მაცხოვარს ჩასცეს ლახვარი“.
პარადოქსულია, ამ შედევრის შემდეგ, ლადო გუდიაშვილი  გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგოსნის“ წიგნს აფორმებს.ამ წიგნში ავტორი რობაქიძეს აქილიკებს. გუდიაშვილმა კი მწერალი გველად წარმოაჩინა.მას ქვეწარმავლის ტანი „ჩააცვა“. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის რობაქიძე ემიგრაციაში იყო.
PrevNext