ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე დაიბადა გურიაში, გლეხის, პავლე კალანდაძის ოჯახში. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა.
ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში.
ანა კალანდაძე დაიბადა გურიაში, გლეხის, პავლე კალანდაძის ოჯახში. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა.
ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში.



Loading...
პოეტი ერთი თვით იმყოფებოდა ფშავსა და ხევსურეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მდინარე არაგვის ხეობაში, ამ ადგილებს მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია.ამ ადგილებს ძალიან ბევრი ლექსიც კი მიუძღვნა.
Loading...

Loading...
ქართული პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძე თავისი ლექსებით თითოეული ქართველისთვის გამორჩეულად ახლობელი ადამიანია. განსაკუთრებულად ფაქიზი სულის პოეტს კოლეგებიც განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდნენ და ხელისგულზე ატარებდნენ. ისინი დღესაც ერთხმად აღიარებენ, რომ მას სუსტი ლექსები თითქმის არ ჰქონდა. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ იყო დრო, როცა ანა კალანდაძის პოეზია იკრძალებოდა.




