Book Creator

ახალგაზრდული გაზეთი

by ლიზი შარიქაძე

Cover

Loading...
თაობა-XXI
Comic Panel 1
Loading...
12/05/2022 #1
რედაქტორის გვერდი
მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველო!
ეს გაზეთი დიდი სიყვარულითა და მონდომებით შევქმენით საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეებმა. პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ჟურნალისტიკაში. ვფიქრობთ, ჩვენი მონდომება, გუნდური მუშაობა გაამართლებს და ბევრი მკითხველი გვეყოლება.
დღეს ნომერშია:
1. კულტურული მემკვიდრეობა- საბა კაკულია
2. ეკოლოგია- ანამარია კურტანიძე
3. კოსმოსი- ნიკა მჭედლიძე
4. გზა წარმატებისკენ- ნინი აკობია
5. სასკოლო ამბები- ანი ახვერდიანი
უბისის მონასტერი
კულტურული მემკვიდრეობა
Comic Panel 1
კულტურული მემკვიდრეობა
უბისის მონასტერი იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისში მდებარეობს. უბისის მონასტერი მოიცავს წმ.გიორგის ეკლესიას, კოშკს, აბაშიძეთა საძვალესა და გალავანს კარიბჭით. უბისის წმ.გიორგის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამი მხრიდან მინაშენებით. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. მონასტრის დაარსება გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება: “მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი და ილარიონ ვინმე, იერუსალემით მოსრული, სარწმუნოი მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად”.
უბისის მონასტერი, თავისი ფრესკული მხატვრობით, ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძარი დახვეწილი პროპორციებით ხასიათდება. ფასადები სადაა, მხატვრულ ეფექტს აზიდულობა და ჰარმონიული კომპოზიციური გადაწყვეტა ქმნის. მოხატულობა პალეოლოგოსთა ხანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს, თუმცა ამავდროულად ეროვნული ხასიათისაა, ქართული მონუმენტური მხატვრობის ტრადიციებზეა შექმნილი. უბისის კედლის მხატვრობაში ორი ოსტატის ხელი გაირჩევა, საიდუმლო სერობა და იგივე მანერით შესრულებული სხვა კომპოზიციები დამიანეს უნდა ეკუთვნოდეს, ხარება და იგივე მანერით შესრულებული სხვა სიუჟეტები კი – გერასიმეს.
PrevNext