Book Creator

მგელი და კრავი

by ასმათი ტოგონიძე

Cover

Loading...
Loading...
Loading...
ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ სურდა.
თურმე იმავდროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია
მგელი, მსურველი ავისა.
უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგან ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.
შე ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო?
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო?
ჩაგიდგამს წინა ფეხები,
შიგ ჰყოფ ცხვირს უწმინდურსაო!
წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!
Thought Bubble
რა ბრძანებაა, ბატონო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითა ხართ, მე- ქვევით,
როგორ აგიმღვრევსთ წყალსაო?
Speech Bubble

You've reached the end of the book

Read again

Made with Book Creator

PrevNext