Loading...

Loading...
ხალხური სიტყვიერება

სალალაო
გოგმანით მოფრენილო
დან -დანი, დან შვილო,
ატმისა გულაგაჭრილო,
გოგმანით მოფრენილო,
დედის კაბისა ღილო,
მამიდის მწვანე ბოსტანო,
მამის ქამარ - ხანჯალო,
პაპის ჩაყრილო ვენახო,
დაბერებული მენახო.
დან -დანი, დან შვილო,
ატმისა გულაგაჭრილო,
გოგმანით მოფრენილო,
დედის კაბისა ღილო,
მამიდის მწვანე ბოსტანო,
მამის ქამარ - ხანჯალო,
პაპის ჩაყრილო ვენახო,
დაბერებული მენახო.
დედის ოქროს შანდალი
დან -დანი, შვილო, დან -დანი,
დედის ოქროს შანდალი.
იცი, იცი მე შენ ვის მიგცემ?
ქალაქის ბატონის შვილს მიგცემ,
ერთ ლიტრიან ჯაჭვს მოგცემ,
ჩარექიან გულსაბამს მოგცემ,
ჩარექიან ქამარს მოგცემ,
ვერაზე წყლის წისქვილს მოგცემ,
ორთაჭალაში ბაღს მოგცემ,
კრწანისში ვენახს მოგცემ.
დან -დანი, შვილო, დან -დანი,
დედის ოქროს შანდალი.
იცი, იცი მე შენ ვის მიგცემ?
ქალაქის ბატონის შვილს მიგცემ,
ერთ ლიტრიან ჯაჭვს მოგცემ,
ჩარექიან გულსაბამს მოგცემ,
ჩარექიან ქამარს მოგცემ,
ვერაზე წყლის წისქვილს მოგცემ,
ორთაჭალაში ბაღს მოგცემ,
კრწანისში ვენახს მოგცემ.
ფეხმშვენიერო მტრედო
ნანა, ნანა, ნანა, ჩემო,
ატმის კურკა ჭრელო,
ინდოეთით მოსულო,
ფეხმშვენიერო მტრედო,
დედის ოქროს შანდალო,
კელაპტრის ჩასადგმელო,
მამის ქამარ - ხანჯალო,
წელზე შემოსარტყმელო,
პაპის ჩიბუხის ტარო,
პირში დასაჭერალო,
დიდედის ქირმანის შალო,
თავზე მოსახურავო,
მამიდის სასუმბარო,
ცხვირში სასუნებელი,
ძიას საწერ - კალამო,
ხელში დასაპყრობელო,
ძალუას სუფრაზედა
მწვანილად გასაშლელო,
ძმისა ოქროს ჯინჯილო,
გულზედაც დასაგებო,
დისა აყალ - მაყალო,
დეიდას სიყვარულო,
შენ გენაცვალოს დედა,
შენ, ყველას საყვარელო.
ნანა, ნანა, ნანა, ჩემო,
ატმის კურკა ჭრელო,
ინდოეთით მოსულო,
ფეხმშვენიერო მტრედო,
დედის ოქროს შანდალო,
კელაპტრის ჩასადგმელო,
მამის ქამარ - ხანჯალო,
წელზე შემოსარტყმელო,
პაპის ჩიბუხის ტარო,
პირში დასაჭერალო,
დიდედის ქირმანის შალო,
თავზე მოსახურავო,
მამიდის სასუმბარო,
ცხვირში სასუნებელი,
ძიას საწერ - კალამო,
ხელში დასაპყრობელო,
ძალუას სუფრაზედა
მწვანილად გასაშლელო,
ძმისა ოქროს ჯინჯილო,
გულზედაც დასაგებო,
დისა აყალ - მაყალო,
დეიდას სიყვარულო,
შენ გენაცვალოს დედა,
შენ, ყველას საყვარელო.


