Book Creator

შოკოლადი

by დავით ზაქროშვილი

Cover

Loading...
Loading...
შოკოლადი
შოკოლადი ალბათ ყველას უყვარს. თუმცა ბევრმა არც იცის, სად და როდის დაამზადეს იგი პირველად. ეს მოხდა ამერიკაში, დაახლოებით 2600 წლის წინ. სწორედ ამ დროიდან დაიწყეს ინდიელებმა კაკოს ხის ნაყოფის საკვებად გამოყენება. მათ კაკაოს მარცვლები ჯერ ცეცხლზე მოხალეს. შემდეგ დაფქვეს და გააცხელეს. დამდნარი კაკაო წყალში გაურიეს. ბოლოს წითელი წიწაკა დაუმატეს. ასე მიიღეს მწარე, მაგრამ გემრიელი ცივი სასმელი. ასეთი იყო პირველი შოკოლადი.
სიტყვა შოკოლადი - "ჩოკოლატლი" - მოდის ინდიელთა ერთ-ერთი ენიდან - აცკეტურიდან. ამ ენაზე "ჩოკოლი" მწარეს ნიშნავს, "ატლი" - წყალს.
ევროპაში ეს სასმელი დაახლოებით 450 წლის წინ გასინჯეს. თავიდან შოკოლადი ძვირი იყო. ამიტომ მისი ყიდვა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. მოგვიანებით ცხელი და ტკბილი შოკოლადის დამზადებაც დაიწყეს.
იყო დრო, როდესაც ცხელი შოკოლადი აფთიაქში იყიდებოდა. ფიქრობდნენ, რომ იგი ძალ-ღონეს მატებდა ადამიანს.
მერე მყარი შოკოლადიც გააკეთეს. შოკოლადის ფილა უკვე 200 წელია, რაც არსებობს.
მსოფლიოში დღეს ბევრნაირი შოკოლადია:
მყარი შოკოლადი
სასმელი შოკოლადი
ის შეიძლება იყოს
ყავისფერი,
შავი,
თეთრი.

თუ მოინდომებ, შენი საყვარელი შოკოლადის დამზადებას სახლშიც შეძლებ.
PrevNext