Loading...
გლახაკი და ქილა ერბოLoading...
სულხან-საბა ორბელიანიLoading...



ერთი გლახაკი კაცი მიდიოდა გზაზე და ერთი ქილა ერბო იპოვა.აიღო ქილა,ყურში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდო.გზა გააგრძელა და გულში ამას ამბობდა:

აწ გამდიდრება მოინდომა ღმერთმან ჩემი. ჩავალ ქალაქად და ერბოს ნახევარ ვერცხლად გავყიდი; ამით თორმეტ ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავკოდავ, დავასუქებ და თითოს თითო ვერცხლად დავყიდი.

მერე ამით მამალ გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დაუკოდავად დავზრდი და ორ-ორ ვერცხლად დავყიდი. მერე ამით სახარე ხბორებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, მოვთესავ და ავშენდებიო.
ამ გულისთქმაში შეშა ურემზე დაუდო და ქალაქში გასაყიდად წამოიღო.ერთი ხიდი დახვდა.თქვა იმ კაცმა:
-აქ ხარი ვერ გაივლის,ერთი ხმა გავცეო.შესძახა:

და მოუქნია ჯოხი.ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა,ქოთანი გატყდა,ერბო დაიქცა.კაცის გულისთქმით გამდიდრება წამში გაქრა.