Book Creator

ერთი გემი

by Tina Dzuliashvili

Cover

Loading...
Loading...
ნინო ბეზარაშვილი
ეზოში დიდი აუზი გააკეთეს, შუაში შადრევანი ჩქეფდა. აუზი ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ერთ დღეს მიხამ ქაღალდის გემი გააკეთა და წყალში გაუშვა. მიხას სხვებმაც მიბაძეს - მთელი აუზი ქაღალდის გემებით დაფარეს.

- ასე, როგორ შეიძლება? - გაბრაზდა მეეზოვე ძია პეტრე, - ამ ქაღალდებს ვეღარ ამოიღებთ, გაბინძურდება წყალი.
- ბიჭებო, ქაღალდის გემების გაშვება თუ არ შეიძლება, აი, მე რას გავუშვებ! - დაიძახა მიხამ. მან ჯიბიდან ბრტყელი ნაფოტი ამოიღო, ზედ პაწია კენჭი დაადო და წყალში შეაცურა. სხვებიც ასე მოიქცნენ, ზოგმა გატეხილი სახაზავი მოიტანა, ზოგმა ფოთოლი. ერთ წუთში ისევ მოიფინა აუზი სხვადასხვანაირი „გემებით“.

მეეზოვემ ისევ წაასწრო აუზთან ბავშვებს, მიხას გაბრაზებულმა უთხრა:
- აბა, ერთი უყურე რას ჰგავს აუზი, რატომ აბინძურებთ?
- ჯობია, -თქვა შეშინებულმა ბიჭმა.
- ყველაზე დიდი ჩანხარ, ყურადღება მიაქციე აუზს. ბავშვებმა არაფერი გააკეთონ.
- კარგი, ძია პეტრე. ერთსაც არ გავაჭაჭანებ აუზის ახლოს, მხოლოდ მე გავაკეთებ ერთ გემს და იმას გავუშვებთ, - წამოიძახა მიხაშ.
PrevNext