Book Creator

სახალისო ლექსები - ვასო გულეური

by Gita Tvalabeishvili

Pages 2 and 3 of 229

ვასო გულეური
სახალისო
ლექსები
Loading...
სახალისო
ლექსები
Loading...
ვასო გულეური
Loading...
სახალისო
ლექსები
Loading...
2020 წელი
ფიფქის სიმღერა

რა ხანია, ამ დღეს ველი,
როგორც იქნა, აგვიცივდა.
პატარებთან შესახვედრად
მოვიჩქარი მაღლა ციდან.

თქვენს სახლებთან დავეშვები
ჩემს და-ძმებთან ერთად როცა,
ფანჯრის მინებს მოგიხატავთ
და ახალ წელს მოგილოცავთ!
ციკოს თოვლის პაპა

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.

მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად.

ტანზე კოხტად ჩაურიგა
ყავისფერი ღილები.
განა მართლა ღილებია –
გაკროლილი თხილები.

სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –
ციკო მართლა არ ხუმრობს.
მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,
თავზე რომ დაახუროს.

ფუღუროსკენ გაეშურა,
იქნებ, რამე მოძებნოს...
თოვლის პაპა მარტო დარჩა
და თავისთვის ოცნებობს:

“მალე ქუდსაც დავიხურავ,
ხელში ჯოხსაც დავიჭერ.
სულ პირველი მე გავიგებ
ახალი წლის ნაბიჯებს!..”

უცებ, მართლა ნაბიჯების
ხმა მოისმა შორიდან.
გაუკვირდა თოვლის პაპას –
ნუთუ, უკვე მოვიდა?

მაგრამ, არა, ახალი წლის
ნაბიჯები როდია,
ეს კურდღელი ამბაკო და
თაგვი თენგო მოდიან.

დაინახეს თოვლის პაპა...
რა გგონიათ, რა მოხდა?
ცოტა ხანში, როცა ციკო
ხიდან დაბლა ჩამოხტა,
იქ რაც დახვდა, დამშვიდებით
აბა, როგორ უცქიროს –
თოვლის პაპა უღილებოდ,
უთვალებოდ, უცხვიროდ!
ვირუსი

კაჭკაჭმა მოსდო ქვეყანას:
- გავრცელდა გრიპის ვირუსი.
თანაც, სიცივე იქნება
ხუთი გრადუსი მინუსით!

იმარაგებენ სასწრაფოდ
აბებს, წვეთებს და მიქსტურებს.
აფთიაქარი ბუ ყველას
დარიგებებით ისტუმრებს:

- დილა-საღამოს აბს დალევთ,
თან ჩაიწვეთებთ ათ-ათ წვეთს,
თორემ ვერაგი ვირუსი
ყველას ლოგინში ჩაგაწვენთ!

ყურს არ იბერტყავს ვირუკა,
ვირობას მაინც არ იშლის:
- თუ ვირ-უსია, მაშ ჩემთვის
სულ არ იქნება საშიში!
PrevNext