Book Creator

ვეფხისტყაოსანი

by Mariam Raminashvili

Cover

Loading...
ვეფხისტყაოსანი
Loading...
შინაარსი
მიხაი ზიჩი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3
ირაკლი თოიძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6
ლადო გუდიაშვილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9
ზურაბ ხაბაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12
ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, 
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; 
ნახეს და ნახვა მოუნდათ უცხოსა სანახავისა.

წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
თავ-ჩამოგდებით მტირლისად, არ ჭვრეტით მოლიზღარისად,
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად,
ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;
მოახსენა: გიბრძანებსო, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რასმე ამოსკვნიდა გული ცეცხლთა ნადებარი,
ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

სხვაგან ჰქრის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,
არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.
ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა,
 ტარიელს რომ გაეყარა
კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,
უბრძანა: მისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?
მან უთხრა: ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა, 
იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისან.

მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა,
გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.

მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;
ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა,
შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,
გარდახდა და ფრთენი დასჭრა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა

იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს,
ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
ვერცა ჰკადრებდეს: ვინ ხარონ, ვერცა რას ეუბნებოდეს.
PrevNext