Book Creator

https://app.bookcreator.com/library/-NVyGPFB1TV26SBqB1C-

by shonia.ekaterine

Cover

Loading...
ბერძნული მითოლოგია
Loading...
Loading...
ეკა შონია
2023წ.
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ, რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები მართავდნენ. ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს ლარნაკებზე, თასებსა და სხვა ნივთებზე ხატავდნენ. ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა. 2000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
PrevNext