Loading...
Loading...
300 არაგველი Loading...
ელექტრონული წიგნიLoading...
სამასი თავდადებული ქართველი
იმჟამად ქართლ–კახეთში მეფობდა ერეკლე. სპარსეთის შაჰმა მოსთხოვა მას, ეცნო იგი მეფეთ–მეფეთ და ხარკი ეხადა. ერეკლემ შაჰს ცივი უარი შეუთვალა. მაშინ სპარსეთის ხელმწიფემ შეკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისს. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდენი ჯარის შეგროვება მოასწრო. სპარსელები ერთი–ოცად მეტი იყვნენ ქართველებზე. ქართველთა ჯარში ერია ერთი რაზმი, რომელიც შედგებოდა მდინარე არაგვის პირას მცხოვრები სამასი გლეხისგან.
ომის დაწყების წინ ამ რაზმის მეომრებმა ერთმანეთს შეჰფიცეს: "თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა შერცხვენილი იყოს, ვინც ცოცხალი შინ დაბრუნდებოდეს, ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო!" ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურადვე შეასრულეს არაგველებმა.
როცა სპარსელებმა სძლიეს ქართველების პატარა ჯარს, არც ერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ აჩვენა, არც ერთი არ შეუშინდა სიკვდილს. სამასი არაგველი მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა. მათ გმირული სული დალიეს თბილისის ქვემოთ, კრწანისის ველზე.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ ლადო ასათიანის ლექსი 300 არაგველი
ლადო ასათიანი-300 არაგველი
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ, მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მაშ ეს ბებერი კრწანისი ასე რამ ააბრდღვიალა?!

დასარული
წიგნი დაფუძვნებულია რეალურ ისტორიაზე რომელიც საქართველოს თავს გადახდა1795 წლის 8 - 11 სექტემბერს
ამ ბრძოლას კრწანისის ბრძოლის სახელით ვიცნობთ.
ამ ბრძოლას კრწანისის ბრძოლის სახელით ვიცნობთ.
გამოყენებული ინფორმაცია:
ტექსტი: იაკობ გოგებაშვილი
ლექსი:ლადო ასათიანი
https://georgiantube.blogspot.com/2015/02/300.html
გახმოვანება: გიორგი მინდიაშვილი
ტექსტი: იაკობ გოგებაშვილი
ლექსი:ლადო ასათიანი
https://georgiantube.blogspot.com/2015/02/300.html
გახმოვანება: გიორგი მინდიაშვილი
By გიორგი მინდიაშვილი