Book Creator

მუსიკა

by ელენე ჯიჭონაია

Cover

Loading...
მუსიკა
Loading...
ე. ჯიჭონაია
მუსიკა არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, კილო, მელოდია, ჰარმონია, ფა-
ქტურა. მუსიკა შესაძლოა იყოს ერთხმიენი და მრავალხმიანი. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. მუსიკა შესაძლოა იყოს ეპიკური, ლირიკული, ტრაგიკული, კომიკური, დრამატული ან სხვა შინაარსის.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხმა საკუთარი მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილი, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს. ჰ. სპენსერის აზრით, მუსიკა წარმოიშვა აღელვებული მეტყველების ინტონაციების საფუძველზე. ჩარლზ დარვინის აზრით მუსიკა წარმოიშვა ნადირ-ფრინველის სასიყვარული გადაძახილიგან. კ. ბიუხერი მუსიკის წარმოშობის საფუძვლად მიიჩნევდა პირველყოფილი ადამიანის შრომის რიტმს. ჟ. კომაბარიე მუსიკის გაჩენას უკავშირებდა მაგიური შელოცვების რიტუალებს.
მუსიკის წარმოშობის ხანგრძლივ პროცესში განსაკუთრეული მნიშვნელობა ენიჭება პირველყოფილი ადამიანის სინკრეტულ კომპლექსს, ხელოვნების წინა ეტაპს, რომელიც აერთიანებდა მუსიკის, ცეკვის და მეტყველების ელემენტებს. პირვლადი ქაოსური, დიდი დიაპაზონის შემცველი ბგერების რიგი, რომელიც ბუნების ხმების მიბაძვას წარმოადგენდა, შეიცვალა რამდენიმე ტონზე აგებული მყარი და მერყევი ბგერების შემველი თხზულებით. გაჩნდა მუსიკალური საკრავები. პირველყოფილი თემური წყობილების რღვევასთან ერთად მუსიკა ჩამოყალიბდა როგორც ხელოვნების დარგი. ერთმანეთს გამოეყო ხალხური და პროფესიული მუსიკა. პირველი პროფესიონალი მუსიკოსები ეგვიპტეში, ბაბილონში, ჩინეთში, შუმერში, სირიაში, პალესტინაში, ინდოეთში, საბერძნეთში, ამიერკავკასიაში, შუა აზიაში ერთდროულად კომპოზიტორებიც იყვნენ და შემსრულებლებიც. თანდათანობით განვითარდა მეცნიერული აზრი მუსიკის შესახებ. პლატონმა დაიწყო მუსიკის ესტეტიკის შესწავლა, პითაგორამ მუსიკის აკუსტიკისა. პრაქტიკაში დამკვიდრდა ახალი მუსიკალური საკრავები ქნარი, ჩანგი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა ამერიკელ შავკანიანთა წიაღში გაჩენილი ჯაზი.
PrevNext