Book Creator

წელიწადის დროები

by Nino Diasamidze

Cover

Loading...
წელიწადის ოთხი დრო
Loading...
Loading...
ნინო დიასამიძე
გაზაფხული, წელიწადის უმშვენიერესი, სურნელოვანი და საამო დრო.
ზაფხული
წელიწადის დროებს საკუთარი ხასიათი აქვთ და მათ შორის ყველაზე გამორჩეული ზაფხულია — ეს ხომ მხიარული, სიცოცხლის მოყვარე და თავგადასავლების მაძიებელი სეზონია, რომელიც ახალ ამბებთან შესაგებებლად მუდამ გიხმობს.
შემოდგომა
ბათუმში ვიზიტისათვის შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. თბილი და მზიანი ამინდები გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ამ პერიოდს ხშირად "ხავერდოვან სეზონად" მოიხსენიებენ. ზღვაზე დასვენებასთან ერთად შემოდგომის მზიანი ამინდები საუკეთესოა სოფლად დასვენებისა და ღვინის ტურიზმისათვის. შემოდგომაზე მთიან აჭარაში რთველი ტარდება, სადაც ვაზის დაკრეფასა და ღვინის დაყენებაში მონაწილეობის მიღებაა შესაძლებელი. აჭარაში ვაზის კულტურა დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებულია, რადგან იშვიათი ჯიშებით გამორჩეული ვაზი გაშენებულია არა გაშლილ მინდვრებზე, არამედ მთა-გორიან ადგილებში.
შემოდგომაზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნამდვილი ფერთა დღესასწაულია.
ზამთარი
ბათუმისათვის ზომიერი და თბილი ზამთარია დამახასიათებელი. აქ თოვლი მცირე დროით მოდის, თუმცა თუ შეესწარით ამ იშვიათ მომენტს, ნამდვილად სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. ლურჯი ზღვისა და თოვლის საბურველით დაფარული პლაჟის, დათოვლილი პალმებისა და მარადმწვანე მაგნოლიების ხეები ულამაზეს პეიზაჟებს ქმნის. განსაკუთრებით ლამაზია ზამთარი ბათუმის ბულვარში - თეთრი კოლონადები, თანამედროვე სკულპტურები, ცისა და კავკასიის მთების ფონზე ნინო და ალის ქანდაკება. შეუდარებელია ზამთარში ნავსადგურის პეიზაჟები, სადაც ძველი გემების სიმყუდროვეს წყნარი ტალღების და თოლიების ხმა არღვევს.
PrevNext