Book Creator

ხალხური ზღაპრის სამყაროში

by Nino Mgebrishvili

Cover

Loading...
ხალხური ზღაპარი "მეფე და სკვინჩა"
Loading...
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ძლიერი, მაგრამ მეტად ხარბი და შეუბრალებელი მეფე. რასაც კი თვალსაჩინოსა და მოსაწონს ნახავდა თავის საბრძანებელში, ყველაფერი თავისთვის უნდოდა. მხოლოდ თავის შინაობას და ნაზირ-ვეზირებს ამდიდრებდა და ალაღებდა... 
მეფის სახელით ასეთ ძარცვა-გლეჯაში გაწვრთნილი და წათამამებული მოხელეები ხალხს აწვალებდნენ და აღატაკებდნენ მთელს სახელმწიფოს. 
ხალხის ნაძარცვისაგან ხელმწიფესთან ნახევარიც არ მიჰქონდათ, მაგრამ ვინ იყო მთქმელი? ვინ გაბედავდა: „ჰეი, რას შვრებითო“, რომ ეთქვა მოხელეებისათვის? ან ხელმწიფისათვის გაებედნა რამე? ამისთანებს მაშინვე თავს გააგდებინებდნენ, ანდა ხუნდებშეყრილებს სამუდამოდ ჩააგდებდნენ ბნელეთში.
ხალხი ძლიერ შეწუხებული იყო, გამოსავალი კი არ ჩანდა. 
Rounded Rectangle
სად იყო და სად არა, ამ დროს გამოჩნდა ერთი მოლაპარაკე ჩიტი, სკვინჩა. ეს ჩიტი ხანდახან მოფრინდებოდა მეფის ბაღში და მოსეირნე მეფეს რომ დაინახავდა, ჭიკჭიკით დასძახებდა:
მეფე ძარცვავს ღარიბებს, 
მისიანებს ამდიდრებს.
მეფე ძარცვავს ღარიბებს,
მისიანებს ამდიდრებს.
ხან კიდევ სხვა ჰანგზე შემოსძახებდა:
მეფე ხოცავს მართალ ხალხს,
არც კაცს ზოგავს, აღარც ქალს.
მეფე ხოცავს მართალ ხალხს,
არც კაცს ზოგავს, აღარც ქალს.
Rounded Rectangle

You've reached the end of the book

Read again

Made with Book Creator

PrevNext