Book Creator

ჩარლი ჩაპლინი

by Nana Kiknadze

Cover

Loading...
Loading...
ე პ ო ქ ა
დაიბადა კინო და დაიბადა ჩარლი ჩაპლინი.
კინოხელოვნების საწყისი ეტაპი - ძმები ლუმიერები
მუნჯი კინოს განვითარება ფრანგი ძმების, ლუმიერების სახელთანაა დაკავშირებული.
ლუი და ოგიუსტ ლუმიერები იყვნენ მსოფლიოში პირველნი, რომელთაც შეძლეს კინოჩვენება მასობრივი გაეხადათ.
მათ შექმნეს იმ დროის ყველაზე სრულყოფილი კინოაპარატი „სინემატოგრაფი“
ისინი იღებდნენ ცხოვრებისეულ, ყოველდღიურ სცენებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს.
სწორედ ამის გამო ლუმიერები კინოს ისტორიაში დოკუმენტალისტებადაც არიან ცნობილნი.
მათ ამ ჟანრის გამომგონებლებად მიიჩნევენ.
ლუი ლუმიერის სახელს უკავშირდება მსოფლიოში პირველი კინოკომედია „გაწუწული მებაღე“.
ლუმიერებმა გადაწყვიტეს პირველი სახალხო ჩვენება მოეწყოთ პარიზში.
პუბლიკა აღფრთოვანებით შეხვდა კინოსურათს.
დროთა განმავლობაში სეანსები მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნებშიც გაიმართა.
PrevNext