Book Creator

ბედია

by antiproblemus

Pages 2 and 3 of 11

ბედიის ტაძარი-
როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო

ისტორიის პედაგოგი -თორნიკე ხეცურიანი
24/04 /2023
ბედიის ტაძარი
Comic Panel 1
Caption At malesuada nisl felis sit amet dolor. Duis ultrices semper lorem nisl felis sit. At malesuada nisl felis sit amet dolor nisl felis.
X-XI საუკუნეების
მიჯნაზე საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი ტაძარი აიგო, ერთი ისტორიული ეგრისის პოლიტიკურ
ცენტრში ბედიაში, მეორე - სამეფოს დედაქალაქში ქუთაისში. ორივე ტაძარი ერთიანი საქართველოს
სამეფოს სიმბოლოდ იქცა.

ბედიის მონასტერი აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბედიაში მდებარეობს.  “დადიანთა ქრონიკის” მიხედვით, დღევანდელი ტაძრის ადგილას, ბაგრატ III-ს X საუკუნის მიწურულს, 999 წელს, ეკლესია აუშენებია:
“წელსა შჟთ
(999წ) ბაგრატ, ძემან გურგენ მეფისამან კუროპალატმან ბედია აღაშენა”. ბეგრატ
III-ის აგებულ ტაძარს ჩვენამდე არ მოუღწევია. ჩვენამდე მოღწეული ტაძარი ძველ ნაშთებზეა დაშენებული XIII საუკუნის მეორე ნახევარში და მის მორთულობაში გამოყენებულია თავდაპირველი ტაძრის რელიეფები.
Loading...
ბედიის ტაძარი-
როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო
Loading...
ბედიის მონასტერი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, ესენია: გალავანი, გუმბათოვანი ტაძარი, ეპისკოპოსის საცხოვრებელი და კარიბჭე-სამრეკლო. კომპლექსის მთავარ ნაგებობას ბედიის გუმბათოვანი ეკლესია წარმოადგენს. სამონასტრო ანსამბლს გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომელიც ნაგები ყოფილა ფლეთილი ქვის წყობით, რთულ ხსნარზე. იგი ამჟამად მიწის დონემდეა დანგრეული. გალავნის კედლის ხაზშია ჩართული საეპისკოპოსო სასახლე და კარიბჭე.
ბედიის ტაძარი ჩაწერილი ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. შესასვლელი სამია - სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით.
Loading...
ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი აფსიდით სრულდება, დანარჩენი მკლავები კი სწორკუთხაა. გუმბათი დასავლეთის ორ ცალკე მდგომ ბურჯსა და აღმოსავლეთის აფსიდის შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს თითო ორსართულიანი პასტოფორიუმია. ტაძრის დასავლეთ ნაწილის ჩრდილოეთითა და სამხრეთით, მეორე სართულზე, პატრონიკეებია მოწყობილი. ეკლესიის დასავლეთით მინაშენის ნაშთებია შემორჩენილი. ინტერიერი შელესილი და მოხატულია.
Comic Panel 1
Loading...
Loading...
Loading...
Caption
At malesuada nisl felis sit amet dolor
Loading...
ბედიის ტაძარი როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო
Loading...
Loading...
ეკლესიის გუმბათი შემორჩენილი არ არის. შესასვლელები სწორკუთხაა და ორნამენტირებული მოჩარჩოება აქვთ. რელიეფური დეტალები შემორჩენილია ტაძრის ინტერიერშიც და ფასადებზეც. აღმოსავლეთ კედელი ორი საფასადო ნიშითაა დანაწევრებული. როგორც გადარჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, ამავე ფასადზე, ცენტრალური სარკმლის ზემოთ, რელიეფური ჯვარი უნდა ყოფილიყო მოთავსებული. ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით კირის ხსნარზე.
Comic Panel 1
Loading...
CAPTION At malesuada nisl felis sit amet dolor. Duis ultrices semper lorem nisl felis sit. At malesuada nisl felis sit amet dolor nisl felis.
Loading...
ბედიის ბარძიმი
Comic Panel 1
Comic Panel 1
Loading...
Loading...
Loading...
 ბედიის ტაძრის განძიდან შემორჩენილია ლითონზე ჭედურობის შესანიშნავი ნიმუში, ცნობილი ოქროს ბარძიმი, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
Loading...
ბედიის
ბარძიმი არის მასიური მრგვალი ფორმის ბაჯაღლო ოქროს თასი (სიმაღლე - 12,5 სმ, დიამეტრი
- 14 სმ, წონა - 752 გ.). ამჟამად პირვანდელი სახით შემონახულია მხოლოდ მისი ზედა ნაწილი,
ხოლო ფეხი დაკარგულია.
Loading...
Loading...
ბარძიმის გარე ზედაპირი სვეტებზე დაყრდნობილი თაღედით 12 არედაა დაყოფილი. ერთ მხარეს გამოსახულია ტახტზე მჯდომი მაცხოვარი, მის საპირისპირო მხარეს - ღვთისმშობელი ყრმით, ხოლო თაღებქვეშ- წმინდანთა გამოსახულებებია. ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა,
ბედიის ტაძარი როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო
რომლის
თანახმადაც იგი ბაგრატ მეფეს და მის დედას გურანდუხტ დედოფალს მათ მიერვე აშენებული
ბედიის ტაძრისათვის შეუწირავთ: ,,წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა
ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გურანდუხტ დედოფალსა, ამის ბარძიმისა შემწირველთა,
ამის საკურთხევლისა შემამკობელთა და ამის წმიდისა საყდრისა აღმაშენებელთა, ამინ". 


ბედიის
ტაძრის უმთავრეს სარწმუნოებრივ რელიკვიებს წარმოადგენდა ასევე ბიზანტიიდან ჩამოსვენებული
ვლაქერნის ღვთისმშობის ხატი და ღვთისმშობლის სარტყელი.
ბედიის ტაძარი-როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო
მხატვრობა. ტაძრის კედლის მხატვრობიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაშთია  შემორჩენილი, სამხრეთ კედლის  აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია  ქტიტორი – ბაგრატ III (ტაძრის  მოდელით ხელში). მეფე გამოსახულია თვალ-მარგალიტით შემკული დიდი, მაღალი დაუკბილავი გვირგვინით. მეფის  უკან, დასავლეთით, მოჩარჩოებულ  ფართობზე წარმოდგენილია  ორი ფიგურა: გვირგვინოსანი  მანდილოსანი მხრებზე თეთრი მანდილით და მის წინ  მდგომი ყრმა.
მეფის ფიგურასთან შემორჩენილი  წარწერებიდან ირკვევა, რომ ეს ბაგრატ მეფეა, რომელსაც ეს  ტაძარი ღვთისმშობლისათვის მიუძღვნია. მეფის სახე  შესრულებულია თბილი და  მკვრივი მოვარდისფრო-ყვითელი ძირითადი ტონით.
არ არის გარკვეული, ეს პორტრეტი ბაგრატ III-ის „ისტორიული“ წარმოსახვითი პორტრეტია, თუ მოხატვის დროინდელი  მეფის – ბაგრატ V-ის. ტაძრის 
ჩრდილოეთ კედელზე ქტიტორების  გამოსახულებასთან შემორჩენილია ხუთსტრიქონიანი წარწერის ნაწყვეტი.
ბედიის ტაძარი-როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო
ნაწყვეტი. ასევე კედლებზე შემორჩენილია სხვა  კომპოზიციებიც (უსინათლოს განკურნება, საუბარი სამარიტელ დედაკაცთან,  ძველი აღთქმის სამება, წმინდანების ფიგურები და სხვ). დედოფლის გამოსახულებას ახლავს წარწერა – მარიხ (დადიანი, XVI
საუკუნე).
წარწერები. დღეისათვის ცნობილია ბედიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედლებზე, სამრეკლოსა და საეპისკოპოსო პალატზე სხვადასხვა დროს ამოკვეთილი 4 ქართული ასომთავრული წარწერა.
მ.
ბროსეს ცნობით, ბედიის ტაძრის დასავლეთ კედლის კუთხის ერთ-ერთ ქვაზე ამოკვეთილი ყოფილა წარწერა, რომელიც ამჟამად არსად ჩანს. სავარაუდოდ, იგი განადგურდა XIX საუკუნის II ნახევარში ტაძრის განახლებისა და მოპირკეთების დროს. მისი ტექსტი ასეთია: „წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ექმენ წმიდისა ამის საყდრისა ამშენებელს, გალატოზთაუხუცეს სჳმეონს“.
ბედიის ტაძარი-როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო
წარწერა
შინაარსით ბედიის ტაძრის აგების დროს განეკუთვნება და X საუკუნით თარიღდება. მ. ბროსესავე ცნობით, ბედიის მონასტერში დასავლეთით მდებარე დანგრეული სამრეკლოს აღმოსავლეთ შესასვლელის თავზე ჩასმული იყო ფილა ასომთავრული წარწერით.
იგი,
როგორც ჩანს, იმ დროსაც დაზიანებული იყო, რადგან მ. ბროსეს მისი მხოლოდ ფრაგმენტები აქვს გამოქვეყნებული. ამჟამად ეს ფრაგმენტებიც არსად ჩანს.
მ.
ბროსეს მიერ გამოქვეყნებულ მასალებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული (თ. ჟორდანიას პირადი საარქივო ფონდი, №393) წარწერის ტექსტის გადმონაწერზე დაყრდნობით, ეს წარწერა შეიძლება ასე წავიკითხოთ: „[† ღმერთო, შეიწყალე სული ამის] მაშენებლისა ნიკოლაოზ კათალიკოზისა და სოფრონ ბედიელისა – გონგლიბაჲსძეთასა; შეიწყალენ ღმერთმან“. 
ბედიის ტაძარი-როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო
აქ დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი – დედოფალი გურანდუხტი.
ბედიის საეპისკოპოსო შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. აქვე იყო განთავსებული უნიკალური წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა გადაწერა,
საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნთსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით.
ბედიის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს საქართველოს 
ერთიანობისა და განუყოფლობის
 სიმბოლოს.
PrevNext