Book Creator

ბერძენ სპარსელთა ომები

by antiproblemus

Cover

Loading...
Loading...
ბერძენ-სპარსელთა ომები
Loading...
ისტორიის
მასწავლებელი- თორნიკე ხეცურიანი
 ბერძენ-სპარსელთა ომი მსოფლიო ისტორიაში საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციების დაპირისპირების პირველი მაგალითია. ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდა ორი განსხვავებული კულტურის მქონე სახელმწიფო _ ევროპული (დემოკრატიული) საბერძნეთი და აზიური _ დესპოტური (დესპოტი ძველი აღმოსავლეთის მონათმფლობელურ მონარქიებში იყო უმაღლესი მმართველი, რომლის ხელთ იყო განუსაზღვრელი უფლებები) ირანი (სპარსეთი).
   ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოდან სპარსეთის მეფე დარიოსმა თავის უზარმაზარ სამეფოს შემოუერთა მცირე აზიის ბერძნული ქალაქებიც. საბერძნეთი მოწყდა შავიზღვისპირეთს. ფართო გასაქანი მიეცათ სპარსული ორიენტაციის ფინიკიელ ვაჭრებს, რომლებიც ცდილობდნენ ბერძნების წინააღმდეგობის დაძლევას და ზღვებზე გაბატონებას. 
ბერძნული პოლისები ეკონომიკურად შევიწროვებულნი აღმოჩნდნენ. ამიტომ იყო, რომ სპარსელების ტირანიის (თვითნებობაზე და ძალადობაზე დამყარებული მმართველობა) წინააღმდეგ აჯანყებულ მცირეაზიელ ბერძნებს მხოლოდ ქალაქი ათენი დაეხმარა, განრისხებულმა დარიოსმა თავისი ჯარი საბერძნეთში შეიყვანა. ათენისა და სპარტის გარდა, ყველა ბერძნულმა პოლისმა სცნო სპარსელების უზენაესობა. დარიოსმა ათენის დასჯა გადაწყვიტა. 
   ასე დაიწყო ბერძენ-სპარსელთა ომი. სწორედ დარიოსის დროს დაიწყო სპარსეთმა პირველი სამხედრო ექსპედიციები ათენის წინააღმდეგ. ძვ.წ. 490 წელს სპარსელთა ხომალდები ათენის მახლობლად ეგეოსის ზღვის ნაპირებს მიადგნენ. ბრძოლა მარათონის ველზე გაიმართა. ეს გაშლილი ველი ყურესთან ახლოს მდებარეობდა და სპარსელთა ეტლებისათვის კარგ ასპარეზსს წარმოადგენდა. ისრებით და შუბებით შეიარაღებული 20 000 სპარსელი მეომარი დაბანაკდა მარათონის ველზე, რომელიც მხოლოდ 42 კმ-ით იყო დაშორებული ათენიდან. ამ ამბის გაგებისთანავე შეიკრიბა 11 000 ბერძენი მეომარი. ათენმა დახმარება სთხოვა სპარტას, მაგრამ მან თავისი ჯარი არ გამოგზავნა. 
PrevNext