Loading...
სოფიას ზღაპარიLoading...
Loading...
Loading...
Loading...
Loading...
Loading...
დიდი ის წინ უძველესი სამეფოს ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა გოგონა სახელად სოფია. დედამისი დღედაღამ მუშაობდა, წაღებს კერავდა, სოფიაც დედას მშვენიერი ფეხსაცმელი შეკერა და გადაწყვიტა, მეფისთვის მიერთმია. სოფია და მირანდა სასახლისკენ გაეშურნენ. მეფე როლანდს ძალიან მოეწონა საჩუქარი, თუმცა მხოლოდ საჩუქარი კი არა,მირანდაც თვალში მოუვიდა და რომ იტყვიან, ერთი ნახვით შეუყვარდა.
წყვილი მალე დაქორწინდა და სოფია და მირანდა სასახლეში გადავიდნენ საცხოვრებლად. მეფე როლანდს ორი შვილი ჰყავდა, ქალ-ვაჟი- ჯეიმსი და ემბერი. მეფემ თბილად მიიღო სოფია და გადაწყვიტა, მის პატივისაცემად წვეულება გაემართა. მანამდე კი ძვირფასი საჩუქარი უბოძა. -ეს განსაკუთრებული თილისმაა,-უთხრა მეფემ გოგონას,-არასოდეს მოიხსნა და თვალისჩინივით გაუფრთხილდი.
მეფის ვეზირმა, ჯადოქარმა სედრიკმა სოპიას ყელსაბამს რომ მოჰკრა თვალი, გაშეშდა.ეს სწორედ ის ძლევამოსილი ავგაროზი იყო რომელზეც ოცნებობდა. ჰოდა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ხელში ჩაეგდო და მისი წყალობით მთელ სამეფოს დაჰპატრონებოდა!
სამეფო აკადემიის მოსამზადებელ კლასშიც თბილად შეხვდნენ სოფიას, ყველას ძალიან მოეწონა.ამან ემბერი გააღიზიანა და შეშურდა კიდეც. უცებ რაღაც მოაფიქრდა, ხელი სტაცა სოფიას და ჯადოსნური საქანელისაკენ გააქანა,-წამო ცოტა გავერთოთ. თავიდან მართლაც სახალისო იყო, მაგრამ საქანელამ თანდათან სიჩქარეს უმატადა წამსი ჰოპ, სოფია შადრევანში მოისროლა!სოფიამ ცრემლები ძლივს შეიკავა,სასწრაფოდ წამოხტა და ასე ერთიანად გალუმპულიტყისკენ გაიქცა. ცოტა რომ დაწყნარდა, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა, იქვე ხის ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი დაინახა, ფრთხილად აიყვანა და თავის დედიკოსთან ბუდეში დააბრუნა. უცებ მისი ყელსაბამი ათასფრად აელვარდა. ის იყო წასასვლელად გაემზადა , რომ წკრიალა ხმა შემოესმა ,-"გმადლობ". ვიღაც მადლობას უხდიდა, მივხვდი, დედა ჩიტი იყო მაგრამ ჩიტებმა ხომ ლაპარაკი არ იციან?!
ეს რაა-მარტო ჩიტების კი არა, კურდღლების,ციყვების ლაპარაკიც ესმოდა.ყურებს არ უჯერებდა. -როგორც ჩანს, ჯადოსნურმა თილისმამ დამაჯილდოვა ამ ნიჭით, ბარტყს რომ დავეხმარე,ალბათ იმიტომ,-გაიფიქრა სოფიამ... გოგონას გაახსენდა რომ ცეკვის გაკვეთილზე აგვიანდებოდა და აჩქარდა. არ უნდოდა პირველივე დღეს დაეგვიანა, ის კი არ იცოდა, რომ ემბერი კიდევ ერთ ოინს უმზადებდა.