Book Creator

ჭკვიანი ბოცო

by irma labadze

Pages 2 and 3 of 11

ჭკვიანი ბოცო
Loading...
გათენდა. ბოცომ თვალები გაახილა. გაიზმორა, წამოხტა და ფანჯრიდან გაიხედა.
ბოცომ სოროსთან სადილის ნარჩენები დაინახა.
- ტყეში სტუმრები ყოფილან, - გაიფიქრა მან.
Loading...
Loading...
ბოცო სოროდან გამოვიდა. ნარჩენებთან მიირბინა. ბანანის ქერქი ამოარჩია და შეჭამა.
Loading...
Loading...
ამ დროს სოროდან დედამ გამოიხედა.
-ბოცო, საუზმის დროა, - დაიძახა დედამ.
ბოცომ გემრიელად ისაუზმა. საუზმის შემდეგ კი სკოლაში წავიდა.
გაკვეთილზე ვერ მოისვენა, ხან წყალი მოითხოვა, ხან - საჭირო ოთახში გასვლა.
ბოცოს მუცელი ასტკივდა.
მასწავლებელმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
ბოცო სწრაფად გააქანეს საავადმყოფოში.
ექიმმა ბოცო გასინჯა და ეშმაკურად ჩაიცინა:
-დედამ ხომ გაგფრთხილა, ნარჩენები არ შეჭამოო.
ექიმმა ბოცოს წამლები გამოუწერა და შინ გაუშვა.
ბოცომ ორი დღე შინ გაატარა.
ძალიან მოენატრა სკოლა და მეგობრები.
ორი დღის შემდეგ ბოცო სკოლაში წავიდა.
PrevNext