Book Creator

გამტარის წინღობა

by Katie Sepiashvili

Cover

Loading...
ჩავატაროთ ასეთი ცდა. შევკრათ მარტივი წრედი, რომელშიც ჩართულია ამპერმეტრი და ვოლტმეტრი
ჩავრთოთ სხვადასხვა მავთული წრედში ჯერ ნიკელინის, შემდეგ ნიქრომის და დავაკვირდეთ ნათურის ნათებას და ხელსაწყოების ჩვენებას.
ერთი და იმავე ძაბვისას სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ გამტარში სხვადასხვა დენი გადის.
ე.ი. გამტარს აქვს თვისება, გავლენა მოახდინოს მასში გამავალ დენზე, სწორედ ამ თვისების მახასიათებელი სიდიდეა წინაღობა
გა,ტარს წინაღობა დამოკიდებულია გამტარის სიგრძეზე, კუთრ წინაღობასა და განივკვეთის ფართობზე
1.     გავარკვიოთ როგორ არის წინაღობა დამოკიდებული ნივთიერების გვარობაზე ანუ კუთრ წინაღობაზე
ინსტრუქცია:
1.      შევიდეთ https://phet.colorado.edu/en/simulation/resistance-in-a-wire
2.      ვცვალოთ კუთრი წინაღობა, ავიღოთ სამი ანათვალი
3.      გამტარის სიგრძე და განივკვეთის ფართობი უცვლელად დავტოვოთ
4.      შევავსოთ ცხრილი
5.      შევადაროთ გამოთვლილი წინაღობები ერთმანეთს
გამოვიტანოთ დასკვნა
1.     გავარკვიოთ როგორ არის წინაღობა დამოკიდებული გამტარის სიგრძეზე
ინსტრუქცია:
1.      შევიდეთ https://phet.colorado.edu/en/simulation/resistance-in-a-wire
2.      ვცვალოთ გამტარის სიგრძე, ავიღოთ სამი ანათვალი
3.      კუთრი წინაღობა და განივკვეთის ფართობი უცვლელად დავტოვოთ
4.      შევავსოთ ცხრილი
5.      შევადაროთ გამოთვლილი წინაღობები ერთმანეთს
გამოვიტანოთ დასკვნა
PrevNext