Book Creator

დედა ენა

by ნიკოლოზ ხარებავა

Cover

Loading...
დედა ენა
Loading...
Loading...
დედა ენის შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წელს და გარდაიცვალა 71 წლისა 1912 წელს.იგიდაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში.მას დედაენის გარდა სხვა ბევრი ნაშრომი აქვს შექმნილი.
მისი ნაშრომებია:
„იავნანამ რა ჰქნა“
„ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“
„ბუნების კარი“
„მერცხალი და მეცხვარე“
“დედა ენა” ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს. ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”.
როგორ დაიწერა დედა ენა
ლეგენდის თანახმად იაკობ გოგებაშვილს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრე გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი იაო”, – იძახდა გოგონა.
Comic Panel 3
იაკობ გოგებაშვილი წერს:“დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას “ია” თავი სურათით. იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…”.
უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, გაზაფხულის შუა პერიოდში საქართველოში “დედაენის დღე” აღინიშნება. ამ თარიღის დაწესებას თავისი ისტორია აქვს. კერძოდ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. საპროტესტო აქციებზე გამოსული ათიათასობით ადამიანი, ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას მოითხოვდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად, ქართული ენა გამოცხადდა. ასე დამკვიდრდა “დედაენის დღეც”.
“დედა ენის” დღეს ყოველწლიურად, განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნავს სოფელ ვარიანის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიც, თუმცა, ერთ წელს ამ თარიღის ერთი კვირით გადაწევა მოუხდათ, რადგან 14 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დაემთხვა.
PrevNext