Book Creator

წითელი წიგნი

by tamar bekurashvili

Pages 2 and 3 of 10

Loading...
Loading...
რა არის წითელი ნუსხა და წითელი წიგნი?
Loading...
1900 წელს, როდესაც „მოგზაური“ მტრედი გაქრა, ამერიკული ბიზონი კი გაქრობის პირას აღმოჩნდა, ამერიკელმა ორნითოლოგმა ჯორჯ გრინელმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც პირველად იყო გამოყენებული ტერმინი „გადაშენებული“ - (Extinct). ამავე წელს შეიქმნა, ეგრეთ წოდებული - Lacey Act of 1900, რომელიც პირველად ითვალისწინებდა ცხოველების კომერციული გამოყენების რეგულირებებს, მაგრამ გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენისთვის რეალური ქმედებების გატარებამდე წინ ჯერ კიდევ დიდი დრო იყო.

პირველი „წითელი ნუსხა“, უფრო ზუსტად კი „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელი ნუსხა“, რომელიც შემდგომში, გადაშენების პირას მყოფი
სახეობების შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა, 1964 წელს „ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირმა“ შექმნა.
თავდაპირველად, ეს ნუსხა მხოლოდ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს აერთიანებდა და მას საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველებისა და ძუძუმწოვრების
წითელი ნუსხა ეწოდა, თუმცა მალევე დაემატა ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლები და მცენარეები. ნელ-ნელა ასეთი დოკუმენტები არა მხოლოდ
საერთაშორისო, არამედ ქვეყნების დონეზეც კი შეიქმნა. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირიც და მასში შემავალი ქვეყნები, სადაც პირველი „წითელი წიგნი“
1978 წელს შეიქმნა. კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში საქართველოს „წითელი წიგნი“ 1982 წელს გამოჩნდა.
Loading...
Loading...
ყველა გადაშენების პირას მყოფ ცხოველს არ აქვს ერთი და იგივე გადაშენების მიზეზი მაგალითად,თეთრი დათვი და ჯიხვი თეთრ დათვს ემუქრება გლობალური დათბობა ხოლო ჯიხვს ნადირობა.ცხოველთა მრავალფეროვნების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან არ დაირღვეს კვებითი ჯაჭვი და ყველა ცხოველს აქვს თავისი მნიშვნელობა.
Loading...
Loading...