Loading...

Loading...
ლექსებიყვავილებზე



აი ია
აი ია, აი, ია
რა ლამაზი ყვავილია,
მინდორშიაც, ბაღჩაშიაც,
ჩემს წიგნებშიც ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია, აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია.
გიორგი წერეთელი
რა ლამაზი ყვავილია,
მინდორშიაც, ბაღჩაშიაც,
ჩემს წიგნებშიც ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია, აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია.
გიორგი წერეთელი
გვირილები
გათენდაო, გვირილებმაც
გაახილეს თვალი,
მინდვრის გასწვრივ ყვავილებს
კვლავ უბრწყინავს ცვარი.
ტყეში ტკბილად ჩურჩულებენ
ნარგიზი და შროშანი;
დასტრიალებს მუდამ მზე
სიხარულის მომტანი.
ლუარა ჭანტურია
გათენდაო, გვირილებმაც
გაახილეს თვალი,
მინდვრის გასწვრივ ყვავილებს
კვლავ უბრწყინავს ცვარი.
ტყეში ტკბილად ჩურჩულებენ
ნარგიზი და შროშანი;
დასტრიალებს მუდამ მზე
სიხარულის მომტანი.
ლუარა ჭანტურია

ენძელა
შემომხედეთ თეთრ კაბაში
მოვიწონო მინდა თავი.
მე პატარა ენძელა ვარ
გაზაფხულის პატარძალი.
გაიღვიძეთ ყვავილებო-
თოვლი დნება ნება-ნება.
ჩვენს ქვეყანას მივულოცოთ
გაზაფხულის მობრძანება.
ხათუნა გულიაშვილი
შემომხედეთ თეთრ კაბაში
მოვიწონო მინდა თავი.
მე პატარა ენძელა ვარ
გაზაფხულის პატარძალი.
გაიღვიძეთ ყვავილებო-
თოვლი დნება ნება-ნება.
ჩვენს ქვეყანას მივულოცოთ
გაზაფხულის მობრძანება.
ხათუნა გულიაშვილი

ყაყაჩო
ფავორიტებში დამატება
ყაყაჩო ვარ მოცქრიალე,
ქარში ლაღად მოფრიალე!
მშვენიერი არ ვარ განა?-
გაზაფხულმა მომიყვანა!
მზე სხივებით მომეფერა,
კოხტა კაბა შემიკერა,
გაახილა ცხრავე თვალი,
დამამაშვენა შავი ხალით.
ველ-მინდვრებმა შემიყვარეს,
მდელოებმა შემიფარეს,
გზებზე წითლად ავფრიალდი,
ყანებშიც კი ავბრიალდი.
სიომ ქება დამაწია:
-რა კოხტა, რა ლამაზია!
პატარებო, გიკვირთ განა?
გაზაფხულმა მიმიყვანა!
ნესტან კუპრავა
ფავორიტებში დამატება
ყაყაჩო ვარ მოცქრიალე,
ქარში ლაღად მოფრიალე!
მშვენიერი არ ვარ განა?-
გაზაფხულმა მომიყვანა!
მზე სხივებით მომეფერა,
კოხტა კაბა შემიკერა,
გაახილა ცხრავე თვალი,
დამამაშვენა შავი ხალით.
ველ-მინდვრებმა შემიყვარეს,
მდელოებმა შემიფარეს,
გზებზე წითლად ავფრიალდი,
ყანებშიც კი ავბრიალდი.
სიომ ქება დამაწია:
-რა კოხტა, რა ლამაზია!
პატარებო, გიკვირთ განა?
გაზაფხულმა მიმიყვანა!
ნესტან კუპრავა
