Book Creator

საშობაო ზღაპარი ,,აყალმაყალი საახალწლო სუფრაზე"

by მარიამი ჭაბაშვილი

Cover

Loading...
Loading...
Loading...
საშობაო ზღაპარი
Loading...
Loading...
Loading...
მარიამ ჭაბაშვილი

2020 წელი
Rounded Rectangle
1
ზღაპარი შექმნილია ახალი წლისადმი მიძღვნილი კონკურსის-ელექტრონული წიგნის შექმნა თემაზე ,,საშობაო ზღაპარი" ფარგლებში
Rounded Rectangle
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი სუსხიანი ზამთრის საღამო. ოთახში ბუხარი გიზგიზებდა. ბუხრის გვერდით კოხტად მორთულ ნაძვის ხეზე ბრდღვიალა სათამაშოებს ცეცხლის ალი დასთამაშებდა და ოჯახში საახალწლო განწყობას ქმნიდა.
2
3
Rounded Rectangle
დიასახლისი თავის ორ გოგონასთან ერთად საახალწლო სუფრას შლიდა, მამა კი ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ალაგებდა და თან სასიამოვნოდ ღიღინებდა.
  საახალწლო სუფრას თანდათან ემატებოდა მადის აღმძვრელი და გემრიელი კერძები. ოჯახში სრული ჰარმონია სუფევდა, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდით სადღესასწაულო სუფრაზე, სადაც სუფრის გემრიელობებს შორის ჩოჩქოლი ატეხილიყო.
...და არ გაინტერესებთ ჩოჩქოლი რაზე?!
    რაზე და ..... სადღესასწაულო სუფრის თითოეული კერძი ლიდერობას იჩემებდა...
Rounded Rectangle
4
სუფრაზე პირველ რიგში მოთავსებულმა მხართეძოზე წამოწოლილმა და პირში ბოლოკგაჩრილმა შემწვარმა გოჭმა ამაყად გადახედა დანარჩენებს და გამოაცხადა:
   
Rounded Rectangle
5
-ვერ ხედავთ? აქ მთავარი მე ვარ, სუფრის მთელი ადგილი მე მიჭირავს, თანაც ისე გემრიელად და ლამაზად მაქვს კანი დაბრაწული, ადამიანის ხელი პირველ რიგში მე წამეტანება, თქვენ ჩემი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხართ!
Thought Bubble
PrevNext