გუდასტვირი — ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართლული და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი და ფშაური სტვირგუდა. გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის — გუდისა და სტვირისაგან.
ქართული გარმონი — აღმოსავლეთ საქართველოში და რაჭაში გავრცელებული პნევმატურ-კლავიშიანი ტრადიციული მუსიკალური საკრავი. გარმონზე დაკვრის ტექნიკა განსაკუთრებით განვითარებულია თუშეთში. გარმონის ცნობილი შემსრულებლები არიან ლელა თათარაიძე, რეპკო ალხანაიძე, ეპრო თორღვაიძე და სხვები.